თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2015, 16:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1973,
კომენტარები: 8
ჰარგრივსი: "იუნაიტედი" არ არის მზად"
ოუენ ჰარგრივსი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედს" ჯერ არაფერი დაუმტკიცებია.
ჰარგრივსი:
"იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელმაც 2008 წელს კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, განაცხადა, რომ მისი მოლოდინით, "იუნაიტედი" მომდევნო წელს ევროპაში წარმატებას ვერ მიაღწევს.

დევიდ მოიესის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ლუი ვან გაალმა "წითელი ეშმაკები" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დააბრუნა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ბარიერი პლეი-ოფის მატჩების სახით.

ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდის გაძლიერებას ზაფხულს გეგმავს და მემფის დეპაის გარდა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს შეიძენს, თუმცა ჰარგრივსს მიაჩნია, რომ წარმატების მისაღწევად ეს არ იქნება საკმარისი.

"არა მგონია, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლისთვის მზად იყოს. თუ "ბაიერნს", "რეალს" და "ბარსელონას" შეხედავთ, ნამდვილად იფიქრებთ, რომ მათ დონეზე არ არიან.

ვფიქრობ, გულშემატკივარი სიამოვნებით ისურვებდა იმ პერიოდს, როცა ყოველ წელს პოტენციურად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იყვნენ, ხოლო ჩემპიონატს არა უბრალოდ იგებდნენ, არამედ ამას ლამაზად აკეთებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელია 200 მლნ. ფუნტის დახარჯვა, 100 პროცენტით დარწმუნებული არ ვარ იმაში, რას დაემსგავსება გუნდი. "ჩელსი" გაცილებით ძლიერი გუნდია ქვეყანაში. "მანჩესტერ იუნაიტედს" ცოტა მეტი სჭირდება",
- განაცხადა ოუენ ჰარგრივსმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 ივნისი 2015 17:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წინასწარ არასდროს იცი რა მოხდება. ფეხბურთელების გარდა გუნდს სხვა რამეც სჭირდება: ჟინი და თავდადება, მონდომება და ბევრი შრომა. ატლეტიკოს შემადგენლობა ამის ნათელი მაგალითია. თუ ფეხბურთელებშიც ჩაინერგება რწმენა იმისა, რომ შეგვიძლია და ამისთვის ბევრს იშრომობენ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მომდევნო სეზონში ვნახავთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
13 ივნისი 2015 17:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მთლად ეგრეც არაა, მარა ჩელსი ბევრად მაგარ ფეხბურთს რომ თამასოსბ ამას თქმა რად უდა. ლიგა სხვა განზომილებაა და ამ გუნდით მოგების შანსი რო არ აქვთ იციან ყველამ. დაბალანსება დ აკიდევ შეთამშება სჭირდებათ, ახალი, მწვრთნელი, ახალი ხალხი და ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ხალხის გაშვება და პოზიციების გაძლიერება
0
№3
ავტორი: temo-scholes
13 ივნისი 2015 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
getanxmebi ouen...
0
№4
ავტორი: Wardell
13 ივნისი 2015 19:01
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ჯერ მოდი ვნახოთ ვინ მოვა, ვინ წავა როგორ იქნება. საერთოდ ჯერ გავიდეთ ლიგაზე(ეჭვიც არ მეპარება მარა მაინც). მერე როგორ აათამაშებს იმ მოსულებს ვან გაალი, მოკლედ ჯერ ძალიან ადრეა 1 წლის შემდეგ მისაღებ შედეგზე ლაპარაკი.
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 ივნისი 2015 22:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯერ არავინ არ იცის რა და როგორ იქნება...

ისე ეს არასოდეს მევასებოდა rage
0
№6
ავტორი: red devil
14 ივნისი 2015 07:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
შეიძლება ვერ მოვიგპთ მარა საკმაოდ წინ წავალთ
0
№7
ავტორი: AkkRed
14 ივნისი 2015 09:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჯერ ყველაფერი წინაა. მგონი ამანაც ჩვენსავით არ იცის ვინ მოვა და ვინ წავა. ასე რომ ნაადრევია დასკვნების გამოტანა.
0
№8
ავტორი: igofat
21 ივლისი 2016 04:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top