ესპანური მედია ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას მადრიდის "რეალში" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ "ატლეტიკოდან" იან ობლაკის შეძენას მოახერხებს.
AS-ის თქმით, ლუი ვან გაალი სლოვენიელი მეკარის სახით ესპანელის კარგ შემცვლელს ხედავს და ამის თაობაზე კიპერს უკვე მიმართა.
მადრიდული გუნდი ობლაკის სანაცვლოდ დიდძალ თანხას ითხოვს, თუმცა ამის კომპენსირებას ვან გაალი დე ხეას პოტენციური სატრანსფერო ფასით მოახერხებს.
გამოცემა ასევე ირწმუნება, რომ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და კიდევ ერთი სატრანსფერო სამიზნე, პოლ პოგბა სულ მალე "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.