თბილისი:
მანჩესტერი:
13-06-2015, 10:01
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2674,
კომენტარები: 11
დე ხეას ადგილს ვალდესი დაიკავებს
ესპანელს თანამემამულე ჩაანაცვლებს.
დე ხეას ადგილს ვალდესი დაიკავებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას წასვლისთვის ემზადება.

მადრიდის "რეალი" დავიდ დე ხეასადმი ინტერესს იჩენს და თავად ფეხბურთელსაც სურს მადრიდში გადასვლა, ლუი ვან გაალი კი ესპანელი კიპერის შემცვლელს ეძებს.

ჰოლანდიელი სპეციალისტი დე ხეას დატოვებას ეცადა და მას ახალი კონტრაქტიც შესთავაზა, რომლის თანახმად დე ხეა კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებდა ხელფასის სახით, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე "რეალისგან" შეთავაზებული თანხა.

მაგრამ ეს კონტრაქტი კვლავ ხელმოუწერელი რჩება, რითაც "რეალი" ისარგებლებს და ბორისოვში ბელარუსიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ დე ხეას გადაიბირებს, რათა იკერ კასილიასი ჩაანაცვლოს, რომელიც თავის მხრივ "ფენერბაჰჩეში" გადაბარგდება.

ორ კლუბს შორის შეთანხმება კვლავ მიუღწეველია, თუმცა "იუნაიტედი" თავის მოთამაშეში დაახლოებით 25 მლნ. ფუნტს ითხოვს. ვან გაალს კი ტრანსფერში კარიმ ბენზემას ჩართვაც სურს.

ნათელია, რომ 24-წლის კიპერი "იუნაიტედს" აუცილებლად დატოვებს, მის შემცვლელად კი არსებული მდგომარეობის მიხედვით ვიქტორ ვალდესი მოიაზრება, რადგან დე ხეას სავარაუდო შემცვლელები - პეტერ ჩეხი და უგო ლორისი - "იუნაიტედში" არ გადავლენ.

ჩეხ მეკარეს საცხოვრებელი ქალაქის გამოცვლა არ სურს, ამიტომ "არსენალს" აირჩევს, ხოლო უგო ლორისის გაყიდვა "დეზებს" არ სურთ.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 ივნისი 2015 10:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კანდიდატების მეტი რაა. გამოცდილებაზე თუ მიდგა საქმე ვალდესს აქვს, მაგრამ პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება მასაც იმდენივე აქვს, რამდენიც იგივე ლენოს, სილესენს, ჰანდანოვიჩს და სხვებს (კარგი, 1 მატჩით მეტი). რატომ მაინცდამაინც ვალდესზე უნდა შეჩერდეს არჩევანი, პრესის მორიგი სისულელე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ბექემი 7
13 ივნისი 2015 10:08
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 6
ძალიან გამოცდილია ბოლო დროს ბარსაში ძალიან სტაბილურად გამოიყურებოდა ვნახოთ აქ როგორი იქნება.
0
№3
ავტორი: Best 7
13 ივნისი 2015 10:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Risi valdesi chempionshipshi gadasvla ar gvinda
0
№4
ავტორი: rafael22
13 ივნისი 2015 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
კარგი მეკარე რა თქმა უნდა საჭიროა მარა როცა გუნდი კარგად თამაშობს იქ მეკარეზე დიდი დატვირთვა არ მოდის, ბარსას არასდროს ყოლია ბოლო წლებში ვარსკვლავი მეკარეები მარა როგორ თამაშობდნენ თავადაც იცით, მთავარია გუნდი იყოს მაგარი გამართული და დაბალასნებული და კარებში საშუალო დონის მეკარეც რო გვეყენოს ნიჩევო, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე არ უნდა იყოს... როგორც ჩვენ შემთხვევაში იყო წელს, დე ხეა რო იყო ყველაზე შესამჩნევი
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 ივნისი 2015 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვალდესის იმედზე ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ. რა თქმა უნდა სისულელეა რასაც წერენ, აუცილებლად მოიყვანენ სხვა მეკარეს, მაგრამ ვის აი ესაა საკითხავი...
0
№6
ავტორი: Count Alucard
13 ივნისი 2015 12:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
areyoukiddingme ვალდესს ისევ ლინდეგაარდი ჩადგეს კარში ის მირჩევნია.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
13 ივნისი 2015 13:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აი რა ვალდესი? რა ვალდესი ხალხო derpwhy ვალდესის სტაბილურობა არ გაიშვას. აიღებს ძაან მაგარ ბურთებს და მეორე მომენტში ყველაზე უაზრო შეცდომის გამო დაღუპავს გუნდს. ესეთი მეკარის იმედი რატო უნდა გქონდეს ან თუ რამის მიღწევა გინდა ვალდესი რატო უნდა გეყენოს areyoukiddingme გავიგეთ რომ გამოცდილია და მიაღწია ბევრს ბარსასთან და რა მერე? ბარემ შმეიხელიც დავაბრუნოთ ან ვან დერ სარი
0
№8
ავტორი: Wardell
13 ივნისი 2015 13:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
თუ გამოცდილი გვინდა და ახალგაზრდის დრო არ არის და პლიუს ამას ჩეხი არ მოდის, მაშინ იდეალური ვარიანტია, 1 წელი უთამაშებელი იყო, მაგრამ ნელ-ნელა აღიდგენს ფორმას და რეაქცია რო დაკარგული არ აქვს ეს ჰალთანაც დაამტკიცა. მე მაინც ლენო მინდა ყველაზე მეტად და მერე ჩეხი, მაგრამ არც ვალდესია ისეთი როგორი სტერეოტიპიც არის შექმნილი, ბოლო-ბოლო კაცს ყველაფერი აქვს მოგებული და რიგითი წევრი ნაღდად არ ყოფილა "ბარსელონასი".
0
№9
ავტორი: VaRdo
13 ივნისი 2015 14:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს დე ხეა რით ვერ წავიდა თუ მიდის? დაბმულია თუ რა ხდება?

თუ რამეა ჩეხიზე იჩალიჩონ ან კასილასში გაცვალონ. თუ ეს 2 ვარიანტი არ გამოვა მაშინ ვალდესი მირჩევნია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: red devil
14 ივნისი 2015 07:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს ჭორია რადგან თურქეთში წამსვლელი კასილიასი არააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top