დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა განაცხადა, რომ თავის მომავალს მხოლოდ გერმანიისა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩის შემდეგ გადაწყვეტს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეს "ბორუსიასთან" კონტრაქტით მხოლოდ 1 წელი აკავშირებს, თუმცა გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ გერმანელი კლუბს ზაფხულს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დატოვებს.
აპრილში კი მედია ირწმუნებოდა, რომ გიუნდოგანმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" პირად შეთანხმებასაც კი მიაღწია, რაც მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა, ამის შემდეგ კი ილკაის სახელს "ბარსელონას" უკავშირებდნენ.
გერმანელმა ფეხბურთელმა ჭორებს ბოლო მოუღო და Facebook-ის საშუალებით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ყველაფერს ხსნის.
"ჩვეულებრივ, მედია საშუალებებს არ მივმართავ, განსაკუთრებით Facebook-ით. მაგრამ, ამჯერად მინდა, რაღაც აგიხსნათ და ყველაფერში გაგარკვიოთ.
ამ კვირაში მეც, თქვენ მსგავსად ვკითხულობდი, რომ სადაც გადავდიოდი, უკვე დასრულებული მქონდა შეთანხმება.
დღეს, აქ ვაწარმოებ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს, ხვალ, იქ სამედიცინო შემოწმებას გავდივარ. თავდაპირველად ამაზე მხოლოდ მეღიმებოდა, მაგრამ როცა საუბარი იქამდე მივიდა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, ამან უკვე ცუდი შუქი მომანათა.
გუშინწინ მედიაში კიდევ უფრო ბევრი ჭორი გავრცელდა, მაგრამ ამის შესახებ არაფრის თქმას არ ვაპირებ. 2014/2015 წლების სეზონის საუბრები მხოლოდ 30 ივნისს შეწყდება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ნებისმიერი ტრანსფერი რთულად ხორციელდებოდა, ჭორები სულ იმას აცხადებდნენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებდი.
ავიწყდებოდათ ეს: "ბორუსიასთან" კიდევ ერთი წელი მაკავშირებს.
ჩემთვის ფინანსური და ტაქტიკური მონახაზები მნიშვნელოვანი არ არის. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მას როგორც კი შევძლებ მაშინვე შეგატყობინებთ. მაგრამ მხოლოდ სეზონის დასრულებისა და ჩვენი მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშის შემდეგ", - ნათქვამია გიუნდოგანის განცხადებაში.