"მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს ყველაფერი გააკეთოს, რათა "საუტჰემპტონის" ნახევარმცველი, მოგრან შნეიდერლინი გადაიბიროს.
ფრანგული გამოცემა The Independent იუწყება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ილკაი გუნდოგანისა და ბასტიან შვაინშტაიგერის ტრანსფერებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის მთავარი სამიზნე ფრანგი ნახევარმცველი იქნება.
ვან გაალი იმედოვნებს, რომ მორგანი სრულფასოვნად შეცვლის ვეტერან მაიკლ კერიკს, რომელიც ბოლო წლებია გუნდის შეუცვლელ წევრად იქცა.
იმის გათვალისწინებით, რომ "იუნაიტედს" აუცილებლად სჭირდება ფრანგის მსგავსი მოთამაშე, გუნდის ხელძღვანელობა აპირებს გაზარდოს თანხა და "საუთჰემტონს" ახალი, მიმზიდველი წინადადებით მიმართოს.