Manchester Evening News იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკები" ჰარი კეინის თაობაზე ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებენ.
როგორც გამოცემა იუწყება, "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი სერიოზულადაა დაინტერესებული 21-წლის ფორვარდით და უახლოეს მომავალში ოფიციალური წინადადებითაც მიმართავს ლონდონელთა ხელმძღვანელობას.
მოგეხსენებათ, რომ გასულ სეზონში კეინმა ჯამში 31-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე, რამაც მის სატრანსფერო ფასზეც სერიოზული ზეგავლენა იქონია, ამიტომაც "მანჩესტერელები" ჰარის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს ამზადებენ.
თავდაპირველად, "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ვერავითარი თანხის სანაცვლოდ ვერ შეელეოდნენ კეინს, მაგრამ მიუხედავათ ამისა "მანჩესტერელებს" იმედი აქვთ, რომ ლონდონელები ამ წინადადებაზე სერიოზულად იფიქრებენ.