თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2015, 19:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2482,
კომენტარები: 14
დეპაი: "მე ვიქნები "იუნაიტედის" საუკეთესო"
მემფის დეპაის პირველი ინტერვიუ "იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში.
დეპაი:
მემფის, თქვენ უკვე ოფიციალურად ხართ "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე. როგორი გრძნობაა?

ოცნების ახდენას ჰგავს. ძალიან ბედნიერი ვარ და აღელვებული გუნდთან ერთად თამაშით, მანჩესტერში კი ამისგან სიამოვნებას ვიღებ.

პსვ-ში დიდებული სეზონი გქონდათ, ფიქრობთ, რომ პრემიერ ლიგისთვის მზად ხართ?

დიახ, მზად ვარ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგი და პრემიერ ლიგაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან ერთად თამაშს მოუთმენლად ველოდები.

თქვენი რამდენიმე დიდებული მატჩი ვნახეთ ამ სეზონში, მაგრამ თქვენს სიძლიერეს თავად როგორ აღწერთ?

წინ გადავდგი ნაბიჯი იმ მხრივ, რომ ამ სეზონში უფრო მეტი გოლი გავიტანე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს მართლა მახარებს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო თამაშებმაც კარგად ჩაიარა. პროგრესი განვიცადე და მინდა ახლა მაღალ დონეზე ვითამაშო.

მსოფლიო ჩემპიონატზე ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით ითამაშეთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო "იუნაიტედში" გადასვლაში მისი როლი?

ძალიან მნიშვნელოვანი. მან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალება მომცა, ჩემდამი რწმენა გამოავლინა და ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. სავარჯიშო მოედანზე უკეთესს მხდის და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ასე რომ, მასთან ერთად მუშაობას მოუთმენლად ველოდები.

ჩვენ გვყავს ჰოლანდიელი მწვრთნელი, ჰოლანდიური სამწვრთნელო შტაბი, დეილი ბლინდი და რობინ ვან პერსი - ახალ კლუბში თავის დამკვიდრებაში რამდენად დიდ დახმარებას გაგიწევთ ეს?

ვფიქრობ, შედარებით იოლი იქნება. შემიძლია ბიჭებს ვკითხო კლუბის შესახებ, მაგრამ ჩემი გრძნობებითაც მივხვდები ამას. ყველაფრის ნახვა მჭირდება, გაუმჯობესება მჭირდება, სტადიონის ნახვა მჭირდება. ამას ჩემზე დიდი გავლენა ექნება, რადგან ჯერ ახალგაზრდა ვარ, ამ კლუბს კი უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ძალიან ბედნიერი ვარ.

გიფიქრიათ "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" მაისურით თამაშზე?

ამაზე ვოცნებობდი, ასე რომ, დაე მოხდეს. ვეღარ ვითმენ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშამდე.

კლუბს ვინგერების ძალიან ცნობილი ისტორია აქვს - რაიან გიგზი და კრიშტიანუ რონალდუ. რამდენად გინდათ მათი გზის გავლა?

მირჩევნია ფეხებს მივცე საუბრის საშუალება. იმედი მაქვს, პრემიერ ლიგაში განვვითარდები და აქ ამ დიდებული მოთამაშეების მსგავს ფეხბურთს ვითამაშებ. ბევრ შრომას ვაპირებ, ასე რომ, ვნახოთ. მჯერა, "მანჩესტერ იუნაიტედის" უდიდესი მოთამაშე გავხდები.

ჯერ ახალგაზრდა ხართ. გრძნობთ, რომ ჯერ კიდევ გაქვთ რაიმე განსავითარებელი და გასაუმჯობესებელი და ამის გაკეთება სწორედ აქ გინდათ?

რა თქმა უნდა. ახალგაზრდა ვარ და ნაბიჯის წინ გადადგმა ჯერ კიდევ შემიძლია. ვიცი, რომ რთული ლიგაა: ყველაფერი სწრაფად ხდება და ლიგაც ძლიერია. მაგრამ ვისწავლი და უფრო სწრაფი, ძლიერი და უკეთესი გავხდები აქ. ასე რომ, მჯერა, შემიძლია ჩემგან უფრო მეტი მივიღო.

ეჭვგარეშეა, რომ პრემიერ ლიგის რამდენიმე მატჩი გინახავთ. რამდენად გაღელვებთ ამ ლიგაში შთაბეჭდილების მოხდენა და არის თუ არა ეს ის, რაც ყოველთვის გინდოდათ?

ვფიქრობ, პრემიერ ლიგაში გოლის გატანა დიდებული შეგრძენაა - გულშემატკივარი ჭკუიდან იშლება ჰოლანდიის ლიგისგან განსხვავდება და შემიძლია წარმოვიდგინო, რამდენად დიდია, მაგრამ იმისათვის, რომ გულშემატკივართა გავლენა და მხარდაჭერა ნამდვილად შევიცნო, მოედანზე უნდა ვიყო.

მწვრთნელმა თქვა, რომ ამ კლუბთან ერთად თასების მოგება სურს. თქვენ რა ამბიცია გაქვთ აქ?

კარგი, მეც მინდა გუნდთან ერთად თასის მოგება. ჩვენ მსოფლიოს უდიდესი კლუბი ვართ, ამიტომ ამ თასებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

თქვენი სეზონი სულ ახლახან დასრულდა, მაგრამ რამდენად მოუთნელად ელოდებით "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურის მორგებას?

დიდებული სეზონი მქონდა, მაგრამ სულ სხვა დონეზე გადავდივარ და ამას ვხვდები. მიხარია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნაწილი ვარ, მაგრამ თასები უნდა მოვიგოთ. მჯერა, ეს შეგვიძლია.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
12 ივნისი 2015 19:06
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძალიან ამბიციური Bიჭი რომ არის ეს უკვე ვიცოდით, მთავარია ეს ინტერვიუ მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს და მართლა საუკეთესო გახდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაგრამ არა მომავალ წელსვე. შეიძლება უკვე მომავალი სეზონიდან დაიწყოს ფრენა, მაგრამ მე მაინც 2-3 წლის მერე ველი ვარსკვლავების მოწყვეტას :))))

წარმატებები მემფის.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
12 ივნისი 2015 19:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეიძლება ზოგს არ მოეწონოს ამის საუბარი, ყველა ინტერვიუში თითქმის ესე საუბრობს მაგრამ პირიქით ძაან მაგარია ესე რომაა. გუნდს აკლია ესეტი ხალხი, გამარჯვებისთვის მებრძოლი და არა მეოთხე ადგილისთვის
0
№3
ავტორი: ბექემი 7
12 ივნისი 2015 19:48
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 6
პერსპექტივაში ძალიან დიდი მომავალი აქვს იმედია გამოგვადგება :)
0
№4
ავტორი: chudikone
12 ივნისი 2015 20:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძაან ხოდზეა და იმედია მოედანზეც ასეთ შთაბეჭდილებას დატოვებს :3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: kantona-7
12 ივნისი 2015 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ძაან მაგარი კაცი ვიყიდეთ love ალბათ 19 ნომერს მოირგებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: Count Alucard
12 ივნისი 2015 20:13
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ამბიცია ნამდვილად არ აკლია, იმედია დი მარიასავით არ გაუჭირდება ადაპტაცია და შეძლება საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენას.
0
№7
ავტორი: Iunaitedi
12 ივნისი 2015 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
..xoo shenctu dimaria ikisre mere naxe winaswar nu laparakob ra gana holandiaa. Kai ymawvilixar mara jer daica aba ertioritamashi da meretqvi manchestershi sauketeso viqnebio
0
№8
ავტორი: Blind
13 ივნისი 2015 02:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ვავა , ველით ჩვენს მის თამაშს ოლდ ტრაფორდზე
0
№9
ავტორი: red devil
13 ივნისი 2015 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ALL IN,
ყველა ფეხბურთელი მაგას ამბობს რომელ კლუბშიც გადადის
0
№10
ავტორი: RojoDiablo
13 ივნისი 2015 08:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კარგია, რომ ახალ გუნდს ასეთი იმედიდ უყურებს, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამ გუნდის გულშემატკივარიც ასეთივე იმედით უყურებს მას. ჯერ სანამ ჩამოყალიბდება, როგორც ადამიანი, ბევრი შრომა მოუწევს. ახლა სრულიად სხვა მასშტაბებს დაინახავს, სხვა რაოდენობის ფულს დაინახავს, სხვა მოლოდინსა და დაფასებას დაინახავს და ამან ხელი არ უნდა შეუშალოს სწორი გზით სვლაში. არშავინთან რა შესადარებელია, მაგრამ იმედია მის ბედს არ გაიზიარებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top