"მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი აცხადებს,რომ მას სურს საბოლოოდ ფეხბურთში დაბრუნება. "მინდა ყველა თამაში ვითამაშო და ყველანაირად დავეხმარო ჩემს გუნდს.ამ წუთას ფეხბურთი ჩემი შთაგონების წყაროა,როგორც ადრე იყო.ჩემი ფიქრები სრულიად მიმართულია ფეხბურთისკენ და მინდა საბოლოოდ დავბრუნდე ფეხბურთში." - განუცხადა ფლეტჩერმა "Sun"-ს.
დარენ ფლეტჩერმა ასევე ისაუბრა თავის დაავადებაზე.
"მე უნდა გავარგძელო ბრძოლა ჩემი დაავადების წინააღმდეგ.ფეხბურთის თამაშის წყურვილი მე მეხმარება ამ ბარიელის დაძლევაში.ერთადერთი მე ეხლა რისიც მეშინია ეს არის ტრავმა.მე არ მსურს ამ ეტაპზე დავშავდე."
"მე ძალიან დიდი გამოცდილება მიმაგრებს ზურგს და ეს მეხმარება ბევრი ბარიერის წარმატებით გადალახვაში.ეხლა ყველა მატჩს ჩემთვის ოქროს წონა აქვს.მე ყოველდღე მიწევს დიეტის დაცვა და მედიკამენტების მიღება,მაგრამ სხვა გზა არ არის ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია უკვე." - დაასრულა დარენმა.