უეინ რუნი მსოფლიო ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ შეაქო.
"ბარსელონას" გოლეადორმა და 4 ოქროს ბურთის მფლობელმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგა ბერლინში მოიგო, "იუნაიტედის" კაპიტანი ევროპის პედესტალის უმაღლეს საფეხურზე აიყვანა.
არგენტინელს მიაჩნია, რომ "წითელ ეშმაკებს" 29-წლის ასაკში კონტინენტის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ჰყავთ.
"თუ უეინ რუნის მსგავსი ფეხბურთელის ტექნიკურ შესაძლებლობებს შეხედავთ, ის ისეთივე კარგია, როგორც ევროპის ნებისმიერი მოთამაშე.
რუნის გამონაკლისი უნარი აქვს, ის არა მარტო ტექნიკურია, არამედ გუნდისთვის ყოველთვის ბევრს შრომობს".
არგენტინელს ჰკითხეს, ხომ არ ისურვებდა, რომ ოდესმე რუნი მისი თანაგუნდელი გამხდარიყო, რაზეც უპასუხა: "არა მგონია, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოდესმე ისურვოს მისი გაშვება".