"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, იაპ სტამი, ფიქრობს რომ მისი თანაქალაქელი და ყოფილი შეგირდი, დეილი ბლინდი, აუცილებლად გახდება გუნდისთვის ძალიან საჭირო მოთამაშე.
ბლინდმა მანჩესტერული კარიერა ცენტრალური ნახევარმცველის ამპლუაში დაიწყო და თამაშების უმრავლესობა სწორედ ამ პოზიციაზე ჩაატარა, თუმცა იყო შეხვედრები, როდესაც მარცხენა მცველადაც მოგვევლინა, კერძოდ "ლივერპულთან", "ტოტენჰემთან", "ასტონ ვილასთან" და "მანჩესტერ სიტისთან" მოგებულ მატჩებში.
სტამი, რომელიც ბოლო წლებია "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია, თავად აკვირდებოდა დეილის პროგრესს ა"მსტერდამ არენას" სათადარიგოთა სკამიდან. იაპს სჯერა რომ "ნარინჯისფერი" ინგლისში წარმატებას მიაღწევს, რადგან ამისთვის მას ნიჭიც, კვალიფიკაციაც და შრომისუნარიანობაც აქვს:
"კარგად ვიცი, თუ რა შეუძლია მას, რადგან გასულ სეზონში[2013/14], როდესაც იგი "აიაქსში" თამაშობდა მე ფრანკ დე ბურის ასისტენტი ვიყავი. იგი ჩამშლელ ნახევარმცველად და რიგ შემთხვევებში მცველადაც თამაშობდა - დეილი ამოცანას თავს კარგად ართმევდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგასა და ერედევიზიონს ერთმანეთს ვერ შეადარებ. ის ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ტაქტიკურად კარგად განსწავლული. მას სწრაფი ფეხები აქვს და აკეთებს ძალიან კარგ პასებს. ვფიქრობ მწვრთნელისთვის დიდი ფუფუნებაა, როდესაც გუნდში ჰყავს მოთამაშე, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში."
სტამი შემდეგ კვირაში "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდება და ლეგენდების მატჩში მიიღებს მონაწილეობას, სადაც "იუნაიტედი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება, თუმცა ეს არ იქნება უკანასკნელი ევროპული კლუბი, რომელიც "ოცნებათა თეატრს" ეწვევა, "ეშმაკები" ხომ ევრო ტურნირებს დაუბრუნდნენ.
"ჩემპიონთა ლიგა საერთოდ სხვა განზომილებაა, იქ მხოლოდ ევროპის საუკეთესო კლუბები ხვდებიან. მატჩის დაწყებამდე მუსიკა, უამრავი ფანის მხარდაჭერა და კიდევ ბევრი სხვა მიზეზი ერთი-ორად მოტივირებულს გხდის. ეს არის ტურნირი, სადაც ყველას სურს თამაში, როდესაც პსჟ-ს, "ბარესელონას", "რეალს" და "იუვენტუსს" ეთამაშები და ამარცხებ მათ, უდიდესი სიხარული გეუფლება."
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.