"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარე ბენ ამოსმა "ოლდ ტრაფორდის" დატოვების შემდეგ "ბოლტონ უონდერერსთან" გააფორმა კონტრაქტი.
25-წლის ამოსმა პირველ გუნდში 14 წელი გაატარა, თუმცა მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მაოხერხა და იჯარის წესით "პეტერბოროში", "მოლდეში", "ოლდჰემში", "ჰალ სიტისა" და "კარლაისლში" იმყოფებოდა, გასულ სეზონში კი "ბოლტონშიც" იასპარეზა.
ჩემპიონშიპში ნილ ლენონის გუნდში 9 მატჩი ჩაატარა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმის საჩვენებლად, რომ ადამ ბოგდანის, რომელიც "ლივერპულში" გადადის, კარგი შემცვლელი იქნება.
ამოსის გადაბირებას "ნოტინგემ ფორესტის" მთავარი მწვრთნელი დუგი ფრიდმანიც ცდილობდა, მაგრამ "ბოლტონმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.