ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" თავის მომავალს ზაფხულს განიხილავს.
30-წლის ბასტიანი ერთ-ერთი მარჯვენა ფეხით მოთამაშე ნახევარმცველია, რომლითაც ლუი ვან გაალი ინტერესდება, რადგან მას მაიკლ კერიკის შემცვლელის პოვნა სურს.
"ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ თუ შვაიშტაიგერი წასვლის სურვილს გამოხატავს, მას ხელს არ შეუშლიან, თავად ფეხბურთელმა კი არ დამალა, რომ ჯერ მისი მომავალი გარკვეული არ არის.
"ჩემს მომავალს რუმენიგესთან ამ ზაფხულს გავარკვევ. კონტრაქტის მიხედვით ერთი წელი მაქვს დარჩენილი. ამიტომ არ ვჩქარობ და კიდევ იმიტომ, რომ ზაფხული ახლახან დაიწყო", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.
ვან გაალმა "ბაიერნში" მუშაობის ორი წლის განმავლობაში ბასტიანი ვინგერიდან ცენტრალურ ნახევარმცველად აქცია, თუმცა პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ გერმანელი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, რადგან ესპანელი სპეციალისტი ჩაბი ალონსოსა და ტიაგო ალკანტარას ამჯობინებს, ხოლო თუ ხავი მარტინესი ჯანმრთელია, მასზეც აჩერებს არჩევანს.