"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მოხარულია უეინ რუნის კაპიტნობით და მის "დემოკრატიულ მმართველობას" აქებს.
რუნიმ კაპიტნის სამკლავური გასულ ზაფხულს ნემანია ვიდიჩისგან გადაიბარა და ჰოლანდიელ სპეციალისტთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა.
გარი ნევილთან ინტერვიუში, უეინმა აღნიშნა, რომ იგი ხშირად საუბრობს ლუისთან და სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებთან ერთად, მისი თქმით, ვან გაალი ხშირად ითვალისწინებს მის აზრს.
"ის დემოკრატიული ლიდერია და არა დიქტატორი" - აცხადებს ვან გაალი.
"მე მომწონს დემოკრატია. ის ყოველთვის მაგალითს აძლევს სხვა ფეხბურთელებს და ვფიქრობ, სწორედ უეინია გუნდის ბრძოლისუნარიანობის სულის ჩამდგმელი."
კაპიტანმა გასულ სეზონში მხოლოდ 5 მატჩი გამოტოვა, ხოლო 3 მათგანი დისკვალიფიკაციის გამო. მან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად მიიღო პირდაპირი წითელი ბარათი, თუმცა ლუი ფიქრობს, რომ მისი შეგირდი ღირსეული კაპიტანია:
"შესაძლოა, ხანდახან მისი საქციელი სცდება საზღვრებს, მაგრამ თუკი მის სეზონს გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ის თავს აკონტროლებს.
ის ყოველთვის კამათობდა არბიტრებთან, მაგრამ ამას ცივილური მეთოდით და სწორ მომენტში აკეთებდა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მისით ძალიან ბედნიერი ვარ, ის ნამდვილი კაპიტანია."
სტატიები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.