სხვადასხვა გერმანული გამოცემების მტკიცებით, "იუნაიტედი" მზად არის გაიფორმოს ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, რობერტო ფირმინო, რომელიც ამჟამად "ჰოფენჰაიმში" ასპარეზობს. The Metro-ს ჟურნალისტებმა უკვე ტრანსფერის თანხაც დაასახელეს, "ეშმაკები" გერმანულ კლუბს 18 მილიონ ევროს გადაუხდიან (13.1 მილიონი სტერლინგი).
23-წლის სამხრეთ ამერიკელის შეძენით "იუნაიტედის" გარდა "ლივერპული" და "ტოტენჰემიც" ინტერესდება, თუმცა როგორც ჩანს გამარჯვებული მანჩესტერელები გამოვიდნენ. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჟოზე ელიასმა, რომელიც ახლა ESPN-ში მუშაობს, განაცხადა, რომ ფირმინო სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას და შეუერთდება ინგლისურ გრანდს.
ფირმინო "ჰოფენჰაიმში" 2010 წლის შემდეგ თამაშობს და 151 შეხვედრაში 49 გოლის გატანა მოახერხა, გასულ სეზონში კი მისი მონაგარი ასეთია: 7 გოლი, 10 საგოლე გადაცემა. რაც შეეხაბა რობერტოს სანაკრებო კარიერას, ბრაზილიის ეროვნული გუნდის მაისური მან 6-ჯერ მოირგო და თავი 2-ჯერ გამოიჩინა.