თბილისი:
მანჩესტერი:
11-06-2015, 23:56
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3263,
კომენტარები: 14
კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი შემტევი "იუნაიტედში"?!
"წითელმა ეშმაკებმა" შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს.
კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი შემტევი
სხვადასხვა გერმანული გამოცემების მტკიცებით, "იუნაიტედი" მზად არის გაიფორმოს ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, რობერტო ფირმინო, რომელიც ამჟამად "ჰოფენჰაიმში" ასპარეზობს. The Metro-ს ჟურნალისტებმა უკვე ტრანსფერის თანხაც დაასახელეს, "ეშმაკები" გერმანულ კლუბს 18 მილიონ ევროს გადაუხდიან (13.1 მილიონი სტერლინგი).

23-წლის სამხრეთ ამერიკელის შეძენით "იუნაიტედის" გარდა "ლივერპული" და "ტოტენჰემიც" ინტერესდება, თუმცა როგორც ჩანს გამარჯვებული მანჩესტერელები გამოვიდნენ. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჟოზე ელიასმა, რომელიც ახლა ESPN-ში მუშაობს, განაცხადა, რომ ფირმინო სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას და შეუერთდება ინგლისურ გრანდს.

ფირმინო "ჰოფენჰაიმში" 2010 წლის შემდეგ თამაშობს და 151 შეხვედრაში 49 გოლის გატანა მოახერხა, გასულ სეზონში კი მისი მონაგარი ასეთია: 7 გოლი, 10 საგოლე გადაცემა. რაც შეეხაბა რობერტოს სანაკრებო კარიერას, ბრაზილიის ეროვნული გუნდის მაისური მან 6-ჯერ მოირგო და თავი 2-ჯერ გამოიჩინა.
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ბექემი 7
12 ივნისი 2015 00:01
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 6
კარგი შენაძენი იქნება, რაც მთავარია მოაზროვნე ფეხბურთელია, რაც დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე მეტად ფასობს.
0
№2
ავტორი: Wardell
12 ივნისი 2015 00:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ძაან მეცინება უკვე მართლა )))))))))))
0
№3
ავტორი: GeorgeBest
12 ივნისი 2015 00:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ცოტა უკეთეს ხალხს ველოდი winked
0
№4
ავტორი: Wardell
12 ივნისი 2015 00:24
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
temo diasamidze,
ვიდეოებით მოთამაშის შეფასება ცოტა უაზრობაა, კლევერლის და იანგის ვიდეოები რო ნახო მესის დაგავიწყებენ :)
0
№5
ავტორი: Amazing Redman
12 ივნისი 2015 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
კარგია ეს ნიუსი რო დადეთ დილით მომივიდა ტელეფონში ეს ნიუსი ESPNიდან და მემგონი უკვე შეუთანხმდნენ, მაგრამ ვერ ვიგებ ამდენი ატაკ მიდფილდერი რათ უნდათ ან რაში უნდა გამოიყენონ ამდენი შემტევი ვინგერებუი მესმის რო პერსპექტიული ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ამდენი შემტევი ვინგერი ნამდვილად არ გვჭირდება ისედაც ბევრიგვყავს დროა გამოცდილი ცენტრალური მცველი დაითრიონ და ცენტრალური ნახევარმცევლი ან თავდასხმელი იმედია მანძუკიჩსა და ბენზემას არმოათრევენ და ცოტა ბევრს ივაჭრებენ და ნორმალურ იგროკს მოიყვანენ ტავდასხმაში ჯექსონ მარტინესზე არაფერი ისმის იუნაიტედისგან და არივიც სხვა ვის ფიქრობენ მოყვანას.
0
№6
ავტორი: AkkRed
12 ივნისი 2015 00:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დარჩა კიდე ვინმე შემტევი??
0
№7
ავტორი: Wardell
12 ივნისი 2015 01:06
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ALL IN,
დავასება რაშუაშია? ან სად ვთქვა არ მომწონსთქო. უბრალოდ ამის პოზიციაზე ისედაც 30 კაცია და ვინც გვყავს იმათ არ უწევთ თამაში და კიდე ახლის დამატება? თან როცა სხვა პოზიციები გვყავს გასაძლიერებელი? :/ რავიცი რავიცი შენ თვითონ განსაჯე
0
№8
ავტორი: tupaca
12 ივნისი 2015 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ჯაბა კანკავას ტრანსფერისთვის ჩაფრინდა ვუდვორდი უკრაინაში როგორც დეილი მეილი და მირორი იტყობინებიან opa.ge ზე წავიკითხე :D
0
№9
ავტორი: nikomari
12 ივნისი 2015 01:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
კეინი ყველაზე კარგი ვარიანტია თუ მიახწიეს შეთანხმებას!!! 50 მ და 3 ფეხბურთელი ნანი, ჩიჩა და იანუზა!
0
№10
ავტორი: temo-scholes
12 ივნისი 2015 08:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
4-3-3 taqtikaze gadavalt albat da dzalianac kargi iqneba...! Gamogvadgeba amdeni shemtevi tanac...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top