ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა იწინასწარმეტყველა, რომ მომავალ სეზონს "მონაკოს" ფორვარდი რადამელ ფალკაო "სტემფორდ ბრიჯზე" დაიწყებს.
ბოლო დროს პრესაში სერიოზულად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "არისტოკრატები" შეუთანხმდნენ "მონაკოს" კოლუმბიელის იჯარის წესით აყვანის თაობაზე.
როგორც მრავალი გამოცემა იუწყება, ტრანსფერის თაობაზე ინფორმაცია ოფიციალურად კოპა ამერიკის დასრულებისთანავე დადასტურდება.
"ვწუხვარ, როცა ხალხი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ნამდვილი ფალკაო თამაშობდა. ვიცი, რასაც წარმოადგენს, რადგან "ატლეტიკოში" თამაშის დროიდან ვადევნებ თვალს. თუ საშუალება მექნება ფალკაოს ძველი დონე დავუბრუნო, ამას აუცილებლად გავაკეთებ", - განაცხადა ჟოზემ.