ბრიტანული გამოცემის "BBC"-ის ცნობით,"იუნაიტედის" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ ბელგიის ნაკრებთან ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა, რის გამოც იგი ეროვნულ გუნდს "ევრო 2016"-ის საკვალიფიკაციო მატჩში ვერ დაეხმარება.
ბელგიელს ნაკრების სავარჯიშო ბაზის დატოვება დროზე ადრე მოუწია, ამის მიზეზი კი ჯვარედინი მყესების დაზიანება გახდა. ინფორმაცია ნაკრების მწვრთნელმაც, მარკ უილმოტსმაც დაადასტურა "თვითერის" საშუალებით.
"ის არ არის მზად მომავალ შეხვედრაში შემადგენლობაში მოსახვედრად, მას სავარჯიშო ბაზის დატოვება მოუწია რეაბილიტაციის გასავლელად."