"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კიპერი რაიმონდ ვან დერ გოუვი მიიჩნევს, რომ ახალწვეულ მემფის დეპაის შეუძლია "ოლდ ტრაფორდის" ვარსკვლავი გახდეს.
"მემფისს შეუძლია "იუნაიტედის" ვარსკვლავი გახდეს. საამისოდ მას ყველაფერი აქვს. ის ნამდვილი პროფესიონალია, რომელსაც ყოველთვის სურს გაუმჯობესება და განვითარება. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ დეპაი ბრიტანეთში წარმატებების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს."
"ინგლისი ჰოლანდიის დივიზიონთან განსხვავებით სულ სხვა დონეზეა, რა თქმა უნდა, აქ გადასვლა ბევრ კითხვას ბადებს. შეგიძლიათ შეინარჩუნოთ კონცენტრაცია? რამდენად ძლიერი ხართ ამისთვის? რა თქმა უნდა, მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ სირთულეები მას გააძლიერებს." – განაცხადა ვან დერ გოუვმა Manchester Evening News–თან.
წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.