"მანჩესტერ იუნაიტედმა" პსჟ-ს გრეგორი ვან დერ ვილის თაობაზე მიმართა.
27-წლის მცველი, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის მიხედვით ერთი წელი რჩება, 7 მლნ. ფუნტად არის შეფასებული.
ლუი ვან გაალი კლუბში დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული პრობლემების მოგვარებას დანი ალვეშის საშუალებით ცდილობდა, თუმცა ბრაზილიელმა "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ალტერნატიულ ვარიანტად ჰოლანდიელი სპეციალისტი ვან დერ ვილს მიიჩნევს და როგორც რობინ ვან პერსიმ განაცხადა "წითელ ეშმაკებს" ფულის გადახდის პრობლემა არ ექნებათ, რადგან ზაფხულში 200 მლნ. ფუნტს დახარჯავენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ვან დერ ვილით "რომაც" ინტერესდება.