ედვინ ვან დერ სარი აცხადებს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება, სადაც ითამაშებს გულშემატკივრების წინაშე, რომელთაც მეკარემ "თავის გვარში ერთადერთი" უწოდა.
გუშინ 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ედვინ ვან დერ სარი "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა - 2005 წლის 10 ივნისის შემდეგ ჰოლანდიელმა "ოლდ ტრაფორდზე" 6 წარმატებული წელი გაატარა.
კვირას "მფრინავი ჰოლანდიელი" მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ლეგენდათა მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
"ოლდ ტრაფორდი" ფეხბურთის სათამაშოდ დიდებული ადგილია და ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი. ამას ვფიქრობ გულშემატკივრებისა და ფეხბურთელებისადმი მათი პატივისცემის გამო, არა მხოლოდ მოქმედი ფეხბურთელებისადმი, არამედ ყოფილებისადმიც.
მაშინაც კი, როცა "იუნაიტედის" მოწინააღმდეგე გუნდში მოთამაშე ფეხბურთელი აჩვენებს კარგ თამაშს, ამას აღიარებენ. თამაშზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მახსოვს, როგორ დაბრუნდა კრიშტიანუ რონალდუ "რეალ მადრიდთან" ერთად და "ოლდ ტრაფორდი" ოვაციებით შეხვდა. გულშემატკივარი თავის გვარში ერთადერთია.
ფეხბურთს სამჯერ თუ ოთხჯერ დავუბრუნდი საქველმოქმედო მატჩების გამო და ყოველ ჯერზე მგონია, რომ სახლს ვუბრუნდები. ტემპი ცოტათი დაბალია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ დიდებულია იაპ სტამისა და პოლ სქოულზის გვერდით თამაში. კარგია მოედანზე ყოფნა და გულშემატკივრის გართობა.
გულშემატკივარს უხარია, როცა მატჩი 6-4 ან 7-5 სრულდება, მაგრამ როგორც მეკარეს, ეს არ მინდა. "იუნაიტედში" ზღაპრული დრო მაქვს გატარებული, ამიტომ ამ შთაბეჭდილებას 4 და 5 გოლის გაშვებით არ წავახდენ", - განაცხადა ვან დერ სარმა.