ეს პოსტი კომპანიამ სამშაბათს Twitter-ზე განათავსა (მაგრამ რამდენიმე წამში ისევ წაშალა), რომლის შინაარსიც ილკაის გადაბარგება გახლავთ ოცნებების თეატრში. მიუხედავად დროის სიმცირისა, ეს პოსტი "იუნაიტედის" ფანებს არ გამორჩენიათ და მიმდინარე ჭორებს, ალბათ, დაღი დაესვა. გერმანელი ნახევარმცველი დიდი ალბათობით "დორტმუნდს" დატოვებს, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. მისით "ბაიერნი", "ბარსელონა" და "იუნაიტედი" ინტერესებიან, თუმცა თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რომელი გუნდის მაისურს მოირგებს მომავალი სეზონიდან.