როგორც Manchester Evening News იტყობინება, "იუნაიტედი" მემფის დეპაის სიეტლში, ამერიკაში წარადგენს.
ოფიციალურად ჰოლანდიელი ვინგერი "მანჩესტერის" წევრი პირველ ივლისს გახდება, როდესაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. სწორედ ამ დღეს გამართავს კლუბი პირველ პრეს-კონფერენციას ამერიკაში, წინასასეზონო ტურნეს დაწყებამდე.
რაც შეეხება თავად ტურნეს, პირველი მატჩი გუნდს 17 ივლისს ელოდება, მექსიკური კლუბის "ამერიკა"-ს წინააღმდეგ. ამის შემდეგ "წითელი ეშმაკებს" "სან-ხოსე ერთქვეიქსი", "ბარსელონა" და "პსჟ" დაუპირისპირდებიან.