ესპანური მედია იტყობინება, რომ დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს და "რეალს" 18.3 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.
Marca-ს მტკიცებით დავიდ დე ხეას თაობაზე წამოწყებული მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა.
"იუნაიტედი" ესპანელი კიპერის დატოვებას გეგმავდა და მას კვირაში 200 ათასი ფუნტის ოდენობის ხელფასის გადახდით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მეკარედ აქცევდა, თუმცა დე ხეამ კონტრაქტის გახანგრძლივება, რომლის მიხედვით მხოლოდ 12 თვე აკავშირებს "წითელ ეშმაკებთან", არ ისურვა.
ამიტომ "იუნაიტედი" შეეცდება დავიდი მიმდინარე ზაფხულს გაყიდოს, რათა მომდევნო სეზონში უფასოდ არ დაკარგოს.
გამოცემის თანახმად ორ კლუბს შორის მიღწეული ხელშეკრულება ბონუსებსაც შეიცავს, რომელიც "იუნაიტედს" დე ხეას კარგი თამაშის შემთხვევაში დაერიცხება, მაგრამ სატრანსფერო ფასი 18.3 მლნ. ფუნტი ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" 600 ათას ფუნტს დაკარგავს იმ თანხასთან შედარებით, რაც დავიდში 2011 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" მისი გადაყვანისას იქნა გადახდილი.