კრის სმოლინგს იმედი აქვს, რომ ახალ სეზონში ჯონსთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ცენტრალურ ხაზში ითამაშებს.
"წითელ ეშმაკებს" ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის შემდეგ შეთამაშებული წყვილი დაცვის ცენტრში არ ჰყოლიათ, სმოლინგი კი თვლის, რომ ჯონსი და ის საკმარისად გაიზრდნენ ამ როლის მოსარგებად.
"დიახ, მგონი, დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია. როცა რომელიმე ცენტრალური მცველი მიდის, შენ უნდა მოუმატო და ის შეცვალო. საბედნიეროდ, მე ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც კარგი მატჩების სერია ჩაატარა, განსაკუთრებით სეზონის მეორე ნაწილში.
ამ პოზიციაზე ურთიერთგაგება დროსთან ერთად მოდის, ამ სეზონში კი ერთად თამაშის საშუალება მოგვეცა. ახლა მნიშვნელოვანი მომდევნო სეზონში ურთიერთგაგების განვითარებაა", - განაცხადა კრისმა.