შობის ტრადიციული 12 დღე, 25 დეკემბრიდან 5 იანვრამდე, პერიოდი, რომელიც წლების განმავლობაში იუნაიტედისთვის წარმატებით მიმდინარეობდა. არც ეს სეზონი არის გამონაკლისი, წითლებს მოუწევთ 4 ლიგის და 1 სათასო შეხვედრა 10 დღეში. უმასპინძლებს ნიუკასლს და ვესტ ბრომვიჩს, მანამდე კი ჩაატარებს თამაშებს უიგანთან და ვესტ ჰემთან ახალი წლის პერიოდში. ამის ფონზე ჩვენ შევისწავლეთ არქივი და გამოვყავით ექვსი საუკეთესო თამაში იმ ათეულობით თამაშიდან, რომელიც იუნაიტედმა ჩაატარა ამ პერიოდში.
25/12/1920: ასტონ ვილა 3-4 მანჩესტერ იუნაიტედი ეს მოხდა 55 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც იუნაიტედმა ბოლოს ითამაშა 25 დეკემბერს - მაშინ ბასბის ბიჭებმა 3-0 დაამარცხეს ლუტონ თაუნი. თუმცა საუკეთესო თამაში იმ 33 თამაშისგან, რომელიც იუნაიტედმა ჩაატარა შობის დღეს შედგა 1920 წელს ვილა პარკზე. იუნაიტედმა წარმატებულად შესძლო დასავლეთ მინდლენდში მოგზაურობა. ჯონ გრიმვუდის (2), უილიამ ჰარისონის და ტედი პარტრიჯის გოლებმა იუნაიტედი გამარჯვებული გამოიყვანა 7 გოლიანი ტრილერის შემდეგ.
26/12/1992: შეფილდ უენსდეი 3-3 მანჩესტერ იუნაიტედი ეს იყო პირველი ქამბექი იმ ორი გვიანი ქამბექისგან რომელიც 1992/1993 წლებში იუნაიტედმა შეასრულა ბუების წინააღმდეგ. 1 საათში იუნატედის კარში სამი გოლი იყო გასული. დევიდ ჰირსტმა, მარკ ბრაითმა და ჯონ შერიდანმა შესძლეს თავის გამოჩენა მასპინძელთა მხრიდან. თამაში უენსდეის ხელმძღვანელობით მიდიოდა, სანამ 67 წუთზე ლი შარპის პასის შემდეგ ბრაიან მაკკლაირმა თავური დარტყმით აიღო უენსდეის კარი. თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ამ წყვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, შემდეგ კი ერიკ კანტონამ ანგარიში გაათანაბრა. "ფერგიუსონი ამას უყურებდა, როგორც საშინელებათ ფილმს" წერდა გუარდიანის ჟურნალისტი სტეფან ბერლი "ეს იყო ჯოჯოხეთური თამაში"
27/12/1995 მანჩესტერ იუნაიტედი 2-0 ნიუკასლი ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაში ნიუკასლის წინაამღდეგ 1995/1995 წლებში. კევინ კეგანის გუნდი ცხრილს ლიდერობდა 10 ქულით, მაგრამ იუნაიტედმა შემცირა სხვაობა მას შემდეგ რაც ჩაატარა ერთ-ერთი საუკეთესო სადღესასწაულო პერიოდი ალექს ფერგიუსონის ეპოქაში. ეს იყო აუცილებლად მოსაგები მატჩი, რომელსაც კარგი სტარტი მისცა ენდი კოულმა და დააწინაურა იუნაიტედი. შესვენების შემდეგ კი 6 წუთში როი კინმა მასპინძლები ორი ბურთით წინ გაიყვანა. ქულათა სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა და სატიტულო ბრძოლა ისევ გაჩაღდა.
28/12/1992 მანჩესტერ იუნაიტედი 5-0 კოვენტრი სიტი ჰილსბროზე ქამბექის შემდეგ ორ დღეში იუნაიტედმა სახლში მიიღო კოვენტრი სიტი. რაიან გიგზს მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ დაეწინაურებინა მასპინძლები საუცხოო დარტყმით. ამის შემდეგ ჰიუგსმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ერიკ კანტონას პენალტის, ლი შარპისა და დენის ირვინის გოლების შემდეგ საბოლოო ანგარიში 5-0 დაფიქსირდა და მაყურებელმა შესანიშნავი სანახაობა იხილა. მათ შორის იყო ლურჯების ბოსი ბობი გულდი: "ეს იყო ბრწყინვალე მატჩი, მშვენიერი რეკლამა" განაცხადა ქოვენთრის მწვრთნელმა "ეს იყო მშვენიერი საყურებელი"
29/12/1993: ოლდჰემ ატლეტიკი 2-5 მანჩესტერ იუნაიტედი ორი წლის შემდეგ რაც იუნაიტედმა ოლდჰემს გაუტანა 6 გოლი ბოუნდარ პარკზე (მასპინძლებმა მოახერხეს 3 გოლის გატანა), წითლები სახლში სამი ქულით დაბრუნდნენ. " მე არ გამიკვირდებოდა, რომ ჩვენ 10 გოლი გაგვეტანა და ოლდჰემს თავისუფლად შეეძლო 5 გოლის გატანა" განაცხადა სერ ალექსმა უხვ გოლიანი მატჩის შემდეგ. პირველად თავი ანდრეი კანჩელსკისმა გამოიჩინა, შემდეგ გრემ შარპმა გაათანაბრა, რიკ ჰოლდენმა კი მოიგერია ერიკ კანტონას პენალი. ეს იყო ბოლო წინააღმდეგობა რომელმაც მასპინძლებმა გაუწეს სტუმრებს. სტივ ბრუსისა და რაიან გიგზის დუბლის შემდეგ იუნაიტედმა წერტილი დაუსვა მატჩს.
30/12/2009: მანჩესტერ იუნაიტედი 5-0 უიგანი "ალბათ სერ ალექსს თავისი 68-ე დაბადების დღის ტორტის სანთლების ჩასაქრობად უფრო დიდი ხანი დასჭირდება, ვიდრე უიგანის დამარცხებისთვის" წერდა დეილი ტელეგრაფის ჟურნალისტი ჰენრი უინთერი. ჯერ უიენ რუნიმ მოახერხა გოლის გატანა რაფაელის გადაცემის შემდეგ. შესვენებამდე თავი კერიკმა და რაფაელმა გამოიჩინეს. თავისი სიტყვა დიმიტარ ბერბატოვმაც თქვა, შემდეგ ანტონიო ვალენსიამ თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.