გერმანულმა გაზეთმა Kicker კვირის პირველ გამოცემაში ისაუბრა მიუნხენის "ბაიერნის" პრობლემაზე, რომელსაც "დი მარიასეული" უწოდა. სტატიას სათაურად ჰქონდა Das Di-Maria-Problem და ჟურნალმა ჩათვალა, რომ მიუნხენელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნე ზაფხულს სწორედ არგენტინელი იქნებოდა.
მას შემდეგ, რაც ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა ერთდროულად მიიღეს ტრავმა გასულ სეზონში, კლუბს ფლანგებზე პრობლემა შეექმნა და მიუხედავად იმისა, რომ Kicker-ის იმავე გამოცემაში არიენ რობენი ახალი ფეხბურთელების დამატებას საჭიროდ არ თვლის, პეპ გვარდიოლა ასე არ ფიქრობს.
თუმცა "ბაიერნი" ფეხბურთელის შეძენის სურვილის მიუხედავად არგენტინელს თავის რიგებში ვერ გადაიბირებს, რადგან მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მლნ. ფუნტი იქნება, ხოლო დი მარია ხელფასის სახით წელიწადში 6 მლნ. ფუნტს ითხოვს - ასეთ ფინანსურ მოთხოვნილებებს კი გერმანელები ვერ გასწვდებიან.
ანხელმა უკვე აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა და მომდევნო სეზონში თავის გამოჩენა სურს, რაც გერმანელთა დავალებას კიდევ უფრო ართულებს.