თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2015, 10:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1930,
კომენტარები: 9
მოურინიო: "ჩეხს ხელს ვერ შევუშლი"
ჟოზე მოურინიო პეტერ ჩეხს გადაწყვეტილების მიღებაში ხელს არ შეუშლის.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ პეტერ ჩეხის გადაწყვეტილების წინაშე უძლური იქნება, თუნდ ჩეხმა კონკურენტთა რიგებში ისურვოს თამაში.

ლუი ვან გაალი ვეტერან მეკარეს დავიდ დე ხეას შემცვლელად მოიაზრებს, თუმცა პეტერით "არსენალიც" ინტერესდება.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჩეხს პრემიერ ლიგის გუნდში არ გაყიდდა, რადგან კონკურენტების გაძლიერება არ სურდა, თუმცა თავად პორტუგალიელმა სხვა რამ განაცხადა.

როცა ჰკითხეს, რომან აბრამოვიჩი მისცემდა თუ არა ჩეხს არჩევანის თავისუფლებას და იმ კლუბში გაყიდდა, სადაც პეტერი ისურვებდა, მოურინიომ უპასუხა: "ალბათ, ალბათ. მაგრამ ნებისმიერ კლუბში, რომელიც პეტერით ინტერესდება, შემიძლია ვიპოვო ფეხბურთელი, რომელიც მე მომწონს.

თუმცა ჩემი პასუხი უმნიშვნელოა, რადგან მფლობელი მფლობელია. ის არის პერსპექტიული ადამიანი, რასაც პატივს ვცემ.

ადამიანებს, რომლებიც ჩეხის მსგავსად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, უდიდეს პატივს სცემს. 2004 წლიდან 2014/15 წლებამდე კლუბთან ერთად წარმატებას აღწევდა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივემხრობი, რასაც მფლობელი მიიღებს.

განსხვავებული ვარ. პეტერისადმი ისეთივე პატივისცემას განვიცდი, როგორიც ამ კლუბში სხვებს აქვთ, მაგრამ ჩემი პასუხი სულერთია. თუ აბრამოვიჩი სხვა რამეს იტყვის, მაშინ, მეც ისე მოვიქცევი",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: rezimankunia
10 ივნისი 2015 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Moooodi
0
№2
ავტორი: RojoDiablo
10 ივნისი 2015 11:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუ აბრამოვიჩი სხვა რამეს იტყვის, მაშინ, მეც ისე მოვიქცევი",


3d_10 მოუ, ეს შენ ხარ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ივნისი 2015 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აბრამოვიჩი რა შუაშია??? belay
დავიჯერო ის რუსი წყვეტს გუნდი ვინ უნდა დატოვოს და ვინ არაა??? no

მოურინიოსდგან ამას ნამდვილად არ ველოდი...
0
№4
ავტორი: AkkRed
10 ივნისი 2015 11:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
წამალი გაუკეთა აბრამოვიჩმა ამას.
0
№5
ავტორი: Goginashvili777
10 ივნისი 2015 12:36
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
დაიცათ, თქვენ ახლა გაიგეთ, რომ ჩეხის სურვილი მეორე ხარისხოვანია ?? პეტერმა რომ თქვას იუნაიტედში მინდაო, ხო გადაირია აბრამოვიჩი და გაიწეწა ერთი ადგილი ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: red devil
10 ივნისი 2015 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბებერი ვოლკია დეხეას შემდეგ მარტო ეს მინდა გუნდში
0
№7
ავტორი: GeorgeBest
10 ივნისი 2015 17:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სანამ შანსია უნდა იჩალიცონ, ამ დე ხეამაც რა მოხდება დროზე მიიღოს აგდაწყვეტილება და ამდენი არ გაწელოს
0
№8
ავტორი: Vodafone
10 ივნისი 2015 19:32
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ამაზე კაი ვარიანტი არ გვაქვს ეხლა და დროზე დაიწყონ ჩალიჩი თორე არსენალი დამშეული უყურებს უკვე.
0
№9
ავტორი: temo-scholes
11 ივნისი 2015 06:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
es tu shevidzinet ori beberi lomi gveyoleba karebshi...:):D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top