დანი ალვეშის ირგვლივ გავრცელებული ჭორები დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაცვის მარჯვენა ფლანგის პრობლემების დანი ალვეშის დახმარებით აღმოფხვრის იმედი დაკარგა, რადგან ბრაზილიელმა "ბარსელონასთან" ახალ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ალვეში "ბარსელონაში" ბედნიერი არ იყო და მიუხედავად იმისა, რომ შაბათს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტიტული მოიგო, ზაფხულს კლუბს დატოვებდა.
მაგრამ ტრიუმფიდან სამი დღის შემდეგ ალვეშმა თავისი მომავალი კვლავ "ბარსელონას" დაუკავშირა და მოქმედი კონტრაქტი კიდევ 12 თვით გაახანგრძლივა.
ლუი ვან გაალის გუნდი მომდევნო სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, ამიტომ გამოცდილი მცველის დამატება მისი გუნდისთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო, რადგან რაფაელ და სილვა ხშირად იღებს ტრავმას, ხოლო ანტონიო ვალენსია ამპლუით მარჯვენა მცველი არ არის.
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ "ბარსელონამ" "სევილიადან" ალეიქს ვიდალი შეიძინა, რის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ ალვეში კატალონიას ნამდვილად დატოვებდა, თუმცა სატრანსფერო ბანის გამო ვიდალი "ბარსელონაში" თამაშს იანვრამდე ვერ მოახერხებს, ამიტომ კლუბი კვლავ ალვეშის იმედად იქნება.
წყარო:
M.E.N.