"ლაციო" რობინ ვან პერსისთვის ბრძოლას გამოეთიშა, რადგან ჰოლანდიელის ფასს სერია A-ს კლუბი ვერ გაწვდება.
31-წლის ფორვარდის მოქმედი კონტრაქტი "იუნაიტედთან" მომდევნო წლის ზაფხულს იწურება და რობინმა უკვე აღიარა, რომ რეგულარული სათამაშო პრაქტიკის არ ქონის შემთხვევაში შესაძლოა იძულებული გახდეს "ოლდ ტრაფორდი" მიმდინარე ზაფხულს დატოვოს.
უქმეებზე სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელშიც რომის აეროპორტში მყოფი რობინ ვან პერსია ასახული.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელმა ყოველგვარი ჭორი უარყო და განაცხადა, რომ იტალიაში უბრალოდ ისვენებდა, მოლაპარაკებები მაინც შედგა.
თუმცა ვერ მოხერხდა შეთანხმება, რადგან ფინანსურ მხარეს - ფეხბურთელის ღირებულება და ვან პერსის ხელფასი - რომაული კლუბი ვერ აკმაყოფილებს.
"შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ რობინ ვან პერსის მთელი პატივისცემით ვეკიდებით, მაგრამ, სამწუხაროდ, მის შეძენას ვერ ვწვდებით", - განაცხადა "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ.