თბილისი:
მანჩესტერი:
9-06-2015, 22:51
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3016,
კომენტარები: 9
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია: თავი III. ბასბი ანუ მამა
"უდიადესი საფეხბურთო ზღაპარი, რომელიც კი ოდესმე უამბნიათ"


ყველა სახელგანთქმულ ინდივიდუალს შორის, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიას უკავშირდება, დაწყებული ქველმოქმედი ჯეიმს ვ. გიბსონისგან, დამთავრებული სერ ალექს ფერგიუსონით და მისი ვარსკვლავური გუნდით, მნიშვნელოვანობით ვერავინ შეედრება სერ მეტ ბასბის.

მაღალი დონის გამოცდილი მოთამაშე, რომელიც სხვადასხვა პერიოდებში "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" ღირსებებს იცავდა, მეორე მსოფლიო ომის დროს, ექვსი წელი არმიაში მსახურობდა. 1944 წელს, შობამდე რამდენიმე დღით ადრე, მას "იუნაიტედის" მთავარი სკაუტი, ლუის როკა, დაუკავშირდა და გუნდის მთავარი მწვრთნელობა შესთავაზა.

შედარებით რბილი ხასიათის მქონე, 35-წლის მეთიუ არ შეუშინდა გამოწვევას და მანჩესტერში ჩავიდა, იგი აანალიზებდა თუ რამდენად რთული ამოცანა იდგა მის წინაშე, გუნდი ხომ თითქმის განადგურებული იყო, დაბომბილი სტადიონით და ძალიან მცირე ბიუჯეტით. მას პირველ ხანებში ოფისიც კი არ ჰქონდა, იგი იძულებული იყო "ოლდ ტრაფორდისგან" ერთი მილით დაშორებულ მცირე ოთახში ემუშავა.

დიახ, სწორედ ასეთ პირობებში დაიწყო სერ მეტ ბასბიმ მანჩესტერული კარიერა და ააშენა გუნდი, რომელიც ჯერ ინგლისში, შემდეგ კი მთლიანად ევროპაში ბატონობდა. მან თავის ასისტენტ, ჯიმი მერფისთან ერთად ინგლისურ ფეხბურთში გადატრიალება მოახდინა. ის მიხვდა, რომ ბიუჯეტით, რომელიც იმ პერიოდში კლუბს ჰქონდა ვერ მოახერხებდა ვარსკვლავების ყიდვას, ამიტომ გადაწყვიტა თავად შეექმნა.

მეთიუმ 6 წლის ასაკში მამა დაკარგა, სწორედ ეს ფაქტი იყო იმის მიზეზი, რომ მომავალში იგი ძალიან მზრუნველი გახდა. იგი თითოეულ მოთამაშეს, ასისტენტს და უბრალოდ კლუბში მომუშავე პერსონალს დიდ პატივს სცემდა და შვილივით უვლიდა. დენის ლოუ, რომელიც "იუნაიტედში" 21 წლის ასაკში მივიდა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა, ამბობს რომ სწორედ ასეთი მიდგომა იყო წარმატების მთავარი მიზეზი:

"მან იცოდა, რომ იქ იყვნენ ახალგაზრდა მოთამაშეები, შოტლანდიიდან, უელსიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან, რომლებსაც ოჯახები ენატრებოდათ. ის ცდილობდა, რომ ყველას თავი ისე ეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში, შენ ამას გრძნობდი და ძალიან გსიამოვნებდა. ის იყო როგორც მამა განურჩევლად ყველასთვის."

დრომ ეს სიტყვები გაამყარა. კაცი, რომელმაც ორჯერ განადგურებული გუნდი თავიდან ააშენა, მეორე მსოფლიო ომის და მიუნხენის ტრაგედიის შემდგ, გახადა იგი ინგლისისა და ევროპის მეფედ, დამსახურებულად ატარებს "მანჩესტერ იუნაიტედის" მამის სახელს.

< მეორე თავი
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 ივნისი 2015 22:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ კაცმა ისტორია დაწერა და უფრო მეტი უნდა ანახონ იმ ხალხს ვისაც მარტო ფერგიუსონის ტიტულები ჰგონია მანჩესტერის ისტორია. ფერგიმაც და ამანაც ძალიან დიდი ბევრი რამ შეძლეს, შედარება არც შეიძლება

რა გუნდი დააყენა, ტრაგედია რომ არა წარმომიდგენია რა იქნებოდა იუნაიტედი. გუნდი თითქმის დაიშალა და ტიპმა 10 წელიწადში ლიგა მოაგებინა და რა ტრიო ჰყავდა, სამივემ ოქროს ბურთი დადო. უნიკალური მიღწევები ჰქონდა და ბაბის დამსახურებაა ძალიან ბევრი რამ, ბოლო-ბოლო იუნაიტედი პირველი ინგლისური კლუბი იყო რომელმაც ლიგა მოიგო და ეს უბრალო რამ არაა, მითუმეტეს რა პერიოდის გავლის შემდეგ შეძლეს winked
0
№2
ავტორი: Count Alucard
9 ივნისი 2015 22:58
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძალიან პატარა არი და ახტებიან ათწლეულებს ასე 2-3 თავში მორჩება ყველაფერი recourse
0
№3
ავტორი: Blind
9 ივნისი 2015 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
საღოლ ავტორ !
0
№4
ავტორი: AkkRed
9 ივნისი 2015 23:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბასბი კი, მაგრამ ჯიმი მერფი ჩემთვის მაინც სულ სხვაა. ტრაგედიის შემდეგ როცა თავისი "საყვარელ" ბიჭუნას გამოემშვიდობა მიუნხენში ჩამოვიდაბობის იმედათ ბობიმ კი უარი ტკიცა და მაინც განაგრძო სვლა მაგაზე ცალკე თავია დასაწერი.
0
№5
ავტორი: Mufc7
9 ივნისი 2015 23:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მაშინ, როცა გუნდს ურთულესი პერიოდი ჰქონდა, მაშინ,როცა ამხელა ტრაგედია გადაიტანეს, როცა იწყებ სულ თავიდან გუნდის შენებას და თან როგორ შედეგს იღებ, ძნელია, მოძებნო სიტყვები და ამით გამოხატო შენი ემოციები ამ დროს. რამდენ რამეს იტევს სახელი სერ მეტ ბასბი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: rezimankunia
10 ივნისი 2015 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
Vamayob rom diadi klubis diadi gulshematkivarivar
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ივნისი 2015 09:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნამდვილად არ ვიცოდი თუ ბასბი ლივერპულში და სიტიში თამაშობდა, თუმცა ეს აფსოლიტურად არაფერს არ ცვლის რა თქმა უნდა. ბასბიზე სიტყვები უბრალოდ ზედმეტია რაა. ამ კაცმა ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო და მისით ყოველთვის მადლიერები ვიქნებით...
0
№8
ავტორი: RojoDiablo
10 ივნისი 2015 10:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ზოგადად ცალკეულ ადამიანებს "იუნაიტედის" ისტორიაში განსაკუთრებული როლი აკისრიათ. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ასეთ შემთხვევაში გუნდის სახელი კი არა, ადამიანები თამაშობენ დიდ როლს. მეტ ბასბი იმით არის გამორჩეული, რომ გაცილებით რთულ პერიოდში მიაღწია საოცრებებს, რაც მის დამსახურებას ზრდის, ამიტომ გული დამწყდა, რომ ოფიციალურმა საიტმა ასეთი მწირი და ზოგადი ინფორმაცია შემოგვთავაზა. იმდენად დიდი დამსახურება აქვს სერ მეტს, რომ დიდი გამოვიდოდა მასალა და ალბათ, იქაც იციან, რომ ზოგს ისტორიიც წაკითხვაც კი ეზარება, როცა დიდ მასალას ხედავენ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Goginashvili777
10 ივნისი 2015 12:31
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
შოტლანდიელი "ჯადოქარი".. დღეს დღეობით ადვილია კლუბის თავიდან აშენება, რადგან საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება ფეხბურთში, მაგრამ ამ კაცმა რაც შეძლო, იმ რთულ პერიოდსა და პირობებში, შეუძლებელია ! რომ არა მეთიუ, სხვა კლუბის ფანარტი ვინქებოდით, თუ საერთოდ გვეყვარებოდა სპორტის ეს სახეობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top