"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვალენსიას" მხრიდან ვიქტორ ვალდესის თაობაზე გაკეთებული შეთავაზება არ მიიღო და ამ საკითხის განხილვას არც მომავალში აპირებს.
ესპანურმა გუნდმა 32-წლის კიპერი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისთვის შესანიშნავ კანდიდატად მიიჩნია, თუმცა "იუნაიტედი" ვიქტორ ვალდესის სხვა კლუბში გაშვებას არ აპირებს, რადგან დავიდ დე ხეა მომდევნო სეზონში "რეალში" იასპარეზებს.
დე ხეას აგენტი ხორხე მენდეში მადრიდული გრანდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უკვე შეხვდა და შეთანხმება ოფიციალურად მიმდინარე კვირაში გასაჯაროვდება.