სტივ მაკლარენს "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად მიმდინარე კვირაში დანიშნავენ, მაგრამ მის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს სჯერა, რომ სტივს შეეძლო ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ნაცვლად "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის როლი მოერგო.
მალკოლმ ქროსბი "გეითშიდის" ახალ მწვრთნელად დაინიშნა და მასა და სტივს მომდევნო სეზონში მხოლოდ მდ. "ტაინი" დააშორებს.
"სანდერლენდის" 60-წლის ყოფილი სპეციალისტი "მიდლსბროს" სარეზერვო გუნდის მწვრთნელი იყო, როცა მაკლარენმა ინგლისის ნაკრები ჩაიბარა.
ქროსბიმ სტივს ურჩია, შეთავაზება არ მიეღო, თუმცა მაკლარენმა მისი რჩევა არ გაითვალისწინა და 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების ვერ გაყვანის შემდეგ ეროვნული გუნდის რიგები დატოვა.
თუმცა "ბოროს" დატოვების შემდეგ მაკლარენი კვლავ დაუბრუნდა პრემიერ ლიგას, ამჯერად უკვე "ნიუკასლ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
"როცა შეთავაზება მოვიდა, პირველი, რაც მას ვუთხარი იყო "თქვენ რა, კრეკერი ხართ?" მაგრამ ასეთი შეთავაზება მეორედ შესაძლოა ვერასდროს მიიღო, ამიტომ აუცილებლად უნდა დასთანხმდე. უბრალოდ, მგონია, რომ ცუდ დროს მოვიდა.
"მანჩესტერ იუნაიტედში" ასისტენტად მუშაობის შემდეგ მისი პირველი გუნდი "მიდლსბრო" იყო და ვფიქრობ, დიდებულად იმუშავა.
საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორი ჰყავდა და სამწუხაროა, რომ ქვეყნის უმაღლესი სამსახური შესთავაზეს.
ამას რომ არ დასთანხმდებოდა, ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ან "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი იქნებოდა", - განაცხადა ქროსბიმ.