ფილ ჯონსმა განაცხადა, რომ პოლ სქოულზის სიტყვებს ის არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
"იუნაიტედის" ლეგენდამ ინგლისისა და ირლანდიის ნაკრებების შემდეგ ფილ ჯონსის შესახებ, რომელმაც მატჩი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჩაატარა, განაცხადა, რომ ახალგაზრდა მცველი ცენტრალურ პოზიციაზე არადამაჯერებლად გამოიყურება და საკმარისად ჭკვიანი არ არის.
ფილი კი სქოულზის სიტყვებს გამოეხმაურა: "ხალხი ინდივიდუალური ფეხბურთელების შესახებ ყოველთვის აკეთებს კომენტარს. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ხალხის აზრს და რეაქციას ყურადღებას ვაქცევდი. ახლა ეს ოდნავადაც კი არ მანაღვლებს. ახლა იმ ეტაპზე ვარ, სადაც ახალგაზრდა მოთამაშედ ვეღარ აღმიქვამენ. ნაბიჯი უნდა გადავდგა, კარგად თამაში გავაგრძელო და ყველაფერი გავაკეთო".
4 წლის წინ "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ჯონსმა სხვადასხვა როლი მოირგო და ცენტრალური მცველის გარდა ცენტრალური ნახევარდაცვისა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე იასპარეზა.
იგივე ხდებოდა ინგლისის ნაკრებშიც, მათ შორის ტურინში იტალიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში. "მე არ ვარ პირლო ან რამე მსგავსი. ამის თქმა მატჩის წინაც შემეძლო. არც ის ნახევარმცველი ვარ, ვინც ბურთს დაიჭერს და მას გაანაწილებს. ცენტრალური დაცვა არის პოზიცია, სადაც თამაში მსურს, თუმცა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მარჯვნივ თამაშითაც ვიყავი ბედნიერი", - განაცხადა ფილ ჯონსმა.