ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით "რეალ მადრიდი" აპირებს დღეს საბოლოოდ მოაგვაროს დე ხეას ტრანსფერი.
დევიდ დე ხეამ, რომელსაც "ოლდ ტრაფორდზე" ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით 1 წელი დარჩა, უარი თქვა "იუნაიტედის" მიერ შეთავაზებულ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც ის კვირაში 200 000 ფუნტს მიიღებდა.
ესპანელი კიპერი იკერ კასილასის გრძელვადიან შემცვლელად ითვლება "რეალ მადრიდში" და ესპანეთის ნაკრებში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პერესი მზადაა მასში 30 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
ესპანური გაზეთი "Mundo Deportivo" ირწმუნება, რომ დღეს ერთმანეთს დე ხეას აგენტი, ჟორჟე მენდეში და "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საბოლოო მოლაპარაკებას გამართავენ. იგივე გამოცემის მტკიცებით მოლაპარკება სამშენებლო კომპანია "ACS"-ის სათავო ოფისში გაიმართება, რომელიც პერესის მფლობელობაშია.
"რეალ მადრიდს" სურს ტრანსფერი ოფიციალურად ხუთშაბათამდე გამოაცხადოს, სანამ ესპანეთის ნაკრები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს კოსტა რიკასთან.