რობინ ვან პერსი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 200 მლნ. ფუნტს დახარჯავს.
ლუი ვან გაალმა "ოლდ ტრაფორდზე" თავის პირველ სეზონში ექვსი ახალი ფეხბურთელი შეიძინა, მათ შორის ინგლისის სარეკორდო ტრანსფერი ანხელ დი მარია.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა, თუმცა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ვერ მოახერხა.
ვან პერსი, რომლის მომავალი ჯერ ისევ გაურკვეველია, ფიქრობს, რომ ლუი ვან გაალი ტიტულისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებს.
,,"იუნაიტედმა" გასულ წელს ფეხბურთელებზე 200 მლნ. ფუნტი დახარჯა და აპირებს კიდევ ერთი 200 მილიონი დახარჯოს, ასე რომ, გვეყოლება გუნდი, რომელიც ტიტულისთვის იბრძოლებს", - განაცხადა რობინმა.