არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ ანხელ დი მარიას გადაწყვეტილი აქვს "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი თამაშის შესახებ ხალხში წარმოდგენა შეცვალოს.
ინგლისური ფეხბურთის ყველაზე ძვირადღირებულმა შენაძენმა პირველი სეზონი არადამაჯერებლად ჩაატარა. თუმცა მარტინო დარწმუნებულია, რომ მისი ნაკრების მოთამაშე სირთულეებისგან გაქცევას არ აპირებს.
"ანხელზე საუბრისას, ასეთი სახის გადაწყვეტილებები პირადულია. რთულია საკუთარი აზრის გამოთქმა და რჩევების მიცემა. მან და მისმა ოჯახმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.
გამომდინარე იქიდან, თუ როგორი დონის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ სიამაყის გრძნობა და მომატების სურვილი აქვს. ლოგიკურია, რომ თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენება "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს. დი მარიამ ჩაატარა სეზონი, რომლის დასასრული ცუდი გამოდგა, დასაწყისი კი კარგი.
ნათელია, რომ მისი ფორმა თანდათან უარესდებოდა. ეს იცის და საკუთარ თავზე წარმოდგენის შეცვლა სურს. რაც არ უნდა აბედნიერებდეს მას, მხარს დავუჭერთ", - განაცხადა მარტინომ.