დანიელ ალვეშით იტალიური "მილანი" დაინტერესდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" რისკის ქვეშ დგას, რამეთუ, შესაძლოა "ბარსელონას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა, დანი ალვეშმა სერია ა-ში მოისურვოს ასპარეზობა.
შაბათს, ჩეპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დანი ალვეშისთვის ბოლო გამოდგა "ბარსელონას" რიგებში. ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გამოემშვიდობა კატალონიურ კლუბს, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
დანის ხშირად უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს დაცვის მარჯვენა ფრთაზე. არსებობს ჭორები, რომლის მიხედვითაც, ალვეშმა ხელი მოაწერა კონტრაქტს "მანჩესტერ იუნაიტედთან".
თუმცა, ახლა ცხადი გახდა, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრები ალვეშს "ოლდ ტრაფორდზე" ვერ იხილავენ, რამეთუ იტალიური "მილანი" ყველა ღონეს ხმარობს გამოცდილი მცველის გადასაბირებლად.
"ბედნიერი ვიქნები, თუ "მილანში" თამაშის საშუალება მომეცემა. მე მივიღე შეთავაზება იტალიური კლუბისგან და ვაპირებ შევისწავლო ყველა ალტერნატივა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ." - განაცხადა დანი ალვეშმა Sky Italia-სთან ინტერვიუში.
წყარო:
fapl.ru