ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარიმ ბენზემა დატოვებდა მადრიდის "რეალს" და გადავიდოდა "იუნაიტედში". იყო საუბარიც რომ მისი აგენტი უკვე შეხვდა ედ ვუდვორდს ლონდონში და ყველაფერი შეთანხმებული იყო.
თუმცა, ფრანგის აგენტმა "მარკასთან" საუბრისას განაცხადა, რომ არ შემდგარა არანაირი შეხვედრა მასსა და სხვა რომელიმე კლუბის წარმომადგენელთან და მეტიც, რომ კარიმს სურს კარიერა "რეალში" დაასრულოს. "მე არ შევხვედრილვარ არც ერთი გუნდის წარმომადგენელს ლონდონში. არც "იუნაიტედის" და არც რომელიმე სხვა კლუბის. ჩვენ არ გაგვიმართავს საუბარი არავისთან, გარდა "რეალისა". - განაცხადა კარიმ ჯაზირიმ, ფრანგის აგენტმა.
"რა უნდა გააკეთოს კარიმმა "იუნაიტედში" ? ის ბედნიერია მადრიდში და მას არ აქვს სურვილი ამ გუნდის დატოვებისა. ფრანგი დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მადრიდის "რეალი" იტყვის, რომ ის არ შეესაბამება მათ დონეს, გამომდინარე აქედან ის თავისი გადაწყვეტილებით არ დატოვებს კლუბს. ბენზემა ელოდება კონტრაქტს და ის კარიერას დაასრულებს ამ კლუბში." - საუბრობს ბენზემას აგენტი.
ასევე იყო საუბარი, რომ რაფა ბენიტესი, კლუბის ახალი მწვრთვნელი აპირებდა რონალდუსთვის პოზიციის შეცვლას და მის ფორვარდად დაყენებას, ამიტომ დაიწყო საუბრები რომ ბენზემა დატოვებდა "სანტიაგო ბერნაბეუს".
"მარკას" განცხადებით, კლუბმა გაუგზავნა ბენზემას შეტყობინება, რომ "რეალი" იმედოვნებდა ბენზემას დარჩენას.