თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2012, 23:13
ავტორი: razma21,
ნანახია: 2629,
კომენტარები: 12
მწვერვალისაკენ მიმავალი გზა!
გავიხსენოთ სერ ალექსის მიერ მოპოვებული 12 პრემიერ ლიგის ტიტული.
მწვერვალისაკენ მიმავალი გზა!
გავიხსენოთ ყველა ის 12 პრემიერ ლიგის ტიტული, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონმა მოიპოვა 1993 წლიდან 2012 წლამდე და გახადა გუნდი ყველაზე ტიტულოვანი ინგლისში.

1993/94


წარმატების ისტორია: ხელიდან გაშვებული ჩემპიონობის შემდეგ წინა სეზონში,ყველასთვის ცნობილი ფრანგი ფეხბურთელის დახმარებით გუნდმა შეძლო მოეპოვებინა პირველი ტიტული 26 წლის განმავლობაში.
ბომბარდირი: მარკ ჰიუზი, 15 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: 1993 წლის 10 აპრილი, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე ოლდ ტრაფორდზე, როდესაც სტივ ბრიუსმა დამატებით წუთზე 2 გოლი გაიტანა, მიაახლოვა გუნდი ტიტულის მოგებასთან.მეორე გოლის შემდეგ ფერგიუსონის და ბრაიან კიდის სიხარული, სამუდამოდ დარჩება გულშემატკივრების მახსოვრობაში.
ზეიმი: 1993 წლის 2 მაისს, როდესაც ფერგიუსონი გოლფის კურსებზე იმყოფებოდა, მანჩესტერი ოფიციალურად გამოაცხადეს ჩემპიონად რადგან მეორე ადგილოსანი ასტონ ვილა დამარცხდა.სტივ ბრიუსმა, სწორედ ამიტომ თავის სახლში გამართა ზეიმი.
სერ ალექსი: "ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ ისინი იყვნენ საუკეთესოები და ამტკიცებნენ ამას სადაც საჭირო იყო - მოედანზე".

1993/94


წარმატების ისტორია: სეზონში, როდესაც გუნდი დაემშვიდობა სერ მატ ბასბის, იუნაიტედმა არამარტო დაიცვა პრემიერ ლიგის ტიტული არამედ მოიპოვა ინგლისის თასიც.
ბომბარდირი: ერიკ კანტონა 18 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: 1994 წლის 23 აპრილი, 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, მოედანზე დაბრუნდა ერიკ კანტონა რომელმაც შთააგონა გუნდს გამარჯვება, სიტისთან დერბიში, პირველი ტაიმის წაგების შემდეგ.
ზეიმი: 1994 წლის 1 მაისს იუნაიტედის გამარჯვების შემდეგ და ბლექბერნის დამარცხების შემდეგკობენტრთან, ალისფერი ეშმაკებმა გაინაღდეს ჩემპიონობა.
სერ ალექსი: "ეს დუბლი დარჩება სერ მატის გონებაში, ჩვენ გავაკეთეთ ეს, თამაშით, რომელსაც ის გულწრფელად მიესალმება.

1995/96


წარმატების ისტორია: ერიკ კანტონამ დაამტკიცა რომ შეუძლია მოიგოს ტიტულები, ახალგაზრდებთან ერთად და გააკეთა დუბლი.
ბომბარდირი: ერიკ კანტონა 14 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: 1996 წლის 4 მარტს, იუნაიტედი პირველ ადგილზე მყოფ ნიუკასლს 12 ქულით ჩამორჩებოდა.მოგვიანებით , სენტ-ჯეიმს პარკზე იუნაიტედმა გაიმარჯვა და შეამცირა სხვაობა ერთ ქულამდე, ერიკ კანტონას ზუსტი დარტყმით და პიტერ შმეიხელის შესანიშნავი მეკარეობით.
ზეიმი: 1996 წლის 5 მაისს გასვლით მატჩში მოპოვებული გამარჯვება მიდლსბროსთან (0-3), გახადა იუნაიტედი ჩემპიონად მესამედ ბოლო 4 წელიწადში.
სერ ალექსი: "ზოგიერთი სპეციალისტი ამბობდა, რომ ახალგაზრდა გუნდი ვერ შეძლებდა ტიტულის მოპოვებას, მაგრამ მათ დაავიწყდათ ერიკ კანტონა, და ასევე ის პატივისცემა და აღტაცება, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები გრძნობენ მის მიმართ".

1996/97


წარმატების ისტორია: სეზონი რომელიც დაიწყო დევიდ ბექჰემის შესანიშნავი გოლით მოედნის ცენტრიდან, დამთავრდა შოკით გულშემატკივართათვის, როდესაც მეფე ერიკი გუნდს დაემშვიდობა, როდესაც მან იუნაიტედი მორიგ ტიტულთან მიიყვანა.
ბომბარდირი: ოლე გუნარ სულშერი 18 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: 1997 წლის 19 აპრილს, გარი პალისტერის შესრულებული დუბლით თავით და ენდი კოულის გოლი დევიდ ჯეიმსის შეცდომის შემდეგ, მოიპოვა იუნაიტედმა მნიშვნელოვანი გამარჯვება ენფილდზე.
ზეიმი: 1997 წლის 6 მაისი, მიდლსბრო 3-3 იუნაიტედი ფრის შემდეგ დღეს იუნაიტედი გახდა ჩემპიონი ნიუკასლის და ვესტ ჰემის უგოლო ფრის და ლივერპულის უიმბლდონთან დამარცხების შემდეგ.
სერ ალექსი: "ერიკ კანტონას წვლილი არ შეიძლება არ დააფასო.ეჭვი მაქვს რომ ესეთი ფეხბურთელი მე აღარასოდეს მეყოლება გუნდში".

1998/99


წარმატების ისტორია: ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო უდიდესი სეზონი იუნაიტედის ისტორიაში, რადგან გუნდმა გააკეთა ტრებლი. ჩემპიონობის ბედი გადაწყდა ბოლო მატჩში ოლდ ტრაფორდზე, სადაც ასიათასი ადამიანი იყო.
ბომბარდირი: იორკი 18 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: 1999წლის 14 აპრილს ლიდსის გამარჯვება არსენალთან სეზონის ბოლოსწინა მატჩში, მიაახლოვა იუნაიტედი მორიგ ტიტულთან, ხოლო გამარჯვებამ "მეთოფეებთან" ინგლისის თასის ნახევარფინალში, გუნდს მისცა ფსიქოლოგიური უპირატესობა.
ზეიმი: 1999 წლის 16 მაისს ლეს ფერდინანდმა კინაღამ ჩაშალა იუნაიტედის ზეიმი, იმავე სეზონში იუნაიტედს არ შეეძლო გამოსულიყო მოედნიდან "ნაცემი" (წაგებული), ბექჰემის და შეცვლაზე შემოსული ენდი კოულის გოლებით იუნაიტედმა მოიპოვა პირველი ტრებლი.
სერ ალექსი: "მე მყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებიც ყოველთვის მაოცებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შეუძლიათ ყველაფერი. ამ სეზონის ბოლო კვირები დარჩება ჩემს მახსოვრობაში, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე".

1999/2000


წარმატების ისტორია: გუნდი არ დასუსტდა ტრებლის მოგების შემდეგ, კაპიტან კინის ხელმძღვანელობით იუნაიტედმა ასწია მორიგი თასი, და დაამყარა რეკორდი 18 ქულიანი სხვაობით პირველ და მეორე ადგილოსან გუნდებ შორის.
ბომბარდირი: იორკი 20 გოლი
გადამწყვეტი მომენტი: 2000 წლის 20 თებერვალს, იუნაიტედი მისდევდა ლიდს, რომელიც სეზონის ბოლოსკენ ასწრებდა 4 ქულით მათ, მაგრამ ენდი კოულის გოლმა მოუტანა გამარჯვება წითლებს პრინციპულ მეტოქესთან.
ზეიმი: 2000წლის 22 აპრილს, ბექჰემის და სულშერის გოლებით, ასევე ფრანცის ბენალის ავტოგოლით მანჩესტერმა ვადაზე ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.
სერ ალექსი: "ზოგს ეგონა, რომ ძნელია ფეხბურთელების მოტივირება ტრებლის შემდეგ. მართალია ეს იყო რთული,მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.ისინი ცდილობდნენ მოეპოვებინათ წარმატება. რასაც ისინი ყოველთვის აკეთებდნენ".

2000/01


წარმატების ისტორია: იუნაიტედმა დაამთავრა სეზონი პირველ ადგილზე, 10 ქულიანი სხვაობით არსენალთან, ხოლო სერ ალექს ფერგიუსონი გახდა პირველი მწვრთნელი რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო პრემიერ ლიგა.
ბომბარდირი: ტედი შერინგემი 16 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: ოქტომბერში არსენალთან 0-1 დამარცხების შემდეგ წითლებმა 19 მატჩში 15 გაიმარჯვეს, რამაც მისცა მათ 13 ქულიანი ფორა. ხოლო 25 თებერვალს იუნაიტედმა სახლში გაანადგურა არსენალი ანგარიშით 6-1.
ზეიმი: 2001 წლის 14 აპრილს სახლში კონვერტთან გამარჯვების შემდეგ და მოულოდნელმა არსენალის მარცხმა მიდლსბროსთან, გაუნაღდა გუნდს ტიტული 5 ტურით ადრე, ჩემპიონატის დასრულებამდე.
სერ ალექსი: "მოიგო სამი თასი ზედიზედ პრემიერ ლიგაში - ეს რაღაც განსაკუთრებულია. ჩვენ შეიძლება შეგვადაროთ დიდ "არტისტთან", რომლის ნიჭიც დროის გასვლის შემდეგ ფასდებოდა".

2002/03


წარმატების ისტორია: ყველაზე ცუდი სეზონის დასაწყისი იუნაიტედის პრემიერ ლიგაში, მაგრამ როდესაც მათ მოიპოვეს 9 გამარჯვება 10 დარჩენილ მატჩში და გაასწრეს მოქმედ ჩემპიონს არსენალს 5 ქულით.
ბომბარდირი: რუდ ვან ნისტელროი 25 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: იუნაიტედმა შეინარჩუნა 4 ქულიანი განსხვავება, როდესაც ფრე ითამაშა "ჰაიბერის" სტადიონზე. (2-2).
ზეიმი: 2003 წლის 4 მაისი, არსენალი სახლში დამარცხდა ლიდსთან (2-3), უფლება მისცა აეღნიშნა ფერგიუსონის გუნდს მორიგირ ჩემპიონობა.
სერ ალექსი: "დაწყებული მარტიდან ჩვენ ვთამაშობდი ყველა გუნდზე უკეთესად პრემიერ ლიგაში. ჩვენ ვიყავით შეუჩერებლები".

2006/07


წარმატების ისტორია: შესანიშნავი დასაწყისი 1993/94 წლის შემდეგ, ექვსქულიანი ჟოზე მაორინიოს ჩელსისთან იუნაიტედმა აიღო პრემიერ ლიგის თასი.
ბომბარდირი: კრისტიანო რონალდო 17 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: 28 აპრილს იუნაიტედი 2-0 აგებდა ევერტონთან მაგრამ წითლებმა 4-2 იმარჯვეს, ხოლო ჩელსიმ ვერ შეძლო სახლში დაემარცხებინა ბოლტონი (1-1), წითლებბს ამ ტურის შემდეგ იუნაიტედი წინ გავიდა 5 ქულით სამი ტურით ადრე.
ზეიმი: 2007 წლის 6 მაისს, სიტისთან გამარჯვების მომდევნო დღეს, იუნაიტედი გახდა ჩემპიონი რადგან არსენალმა და ჩელსიმ ვერ გამოავლინეს გამარჯვებული "ემირეითზე".
სერ ალექსი: "ჩელსიმ მოიგო ბოლო ორი ჩემპიონატი. საჭირო იყო ჩვენ რაღაც გვექნა".

2007/08


წარმატების ისტორია: იუნაიტედი და ჩელსი მთელი სეზონის განმავლობაში ფეხ და ფეხ მიჰყვებოდნენ ერთმანეთს, სანამ სერ ალექსის გუნდმა ბოლო ტურში არ გაიმარჯვა.წითლებმა 2 ქულით გაასწრეს ჩელსის. ასევე იუნაიტედმა დაამყარა რეკორდი პრემიერ ლიგაში ბურთების სხვაობით +58.
ბომბარდირი: კრისტიანო რონალდო 31 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: 19 აპრილს კარლოს ტევესმა 88 წუთზე გაათანაბრა ანგარიში ბლექბერნთან მატჩში და დაუბრუნა იუნაიტედს იმედი მოეგო პრემიერ ლიგა. ასევე ეშმაკებმა მისცეს ნება თავს წაეგოთ შემდეგ ტურში ჩელსისთან.
ზეიმი: 2009 წლის 11 მაისს , სტუმრად მოპოვებული გამარჯვება უიგანთან
(0-2), რონალდოს გატანილი პენლით და თამაშის ბოლოს გიგზის გატანილი გოლით, მივიდა გუნდი ტრიუმფამდე.
სერ ალექსი: "ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი შესაძლებელი. ეს დამსახურებულ ჩემპიონობაზე მეტია"

2008/09


წარმატების ისტორია: იუნაიტედმა გაასწრო ლივერპულს და მოიპოვა რიგით მეთვრამეტე ტიტული რითოც ლივერპულს გაუთანაბრდა.
ბომბარდირი: კრისტიანო რონალდო 18 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: 2009 წლის 5 აპრილს იუნაიტედი ასტონ ვილასთან 2-1 მარცხდებოდა, მათ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, ხოლო დებიუტანტმა ფედერიკო მაკედამ დამატებით წუთზე იუნაიტედს გამარჯვება მოუტანა.
ზეიმი: 2009 წლის 16 მაისს ნულოვანი ფრის შემდეგ არსენალთან ოლდ ტრაფორდზე, დაუმახსოვრებელი მატჩის შემდეგ, მოხდა დასამახსოვრებელი მომენტი როდესაც გარი ნევილმა აწია თასი 75 438 გულშემატკივრის წინაშე.
სერ ალექსი: "მოიგო ტურნირი შემდეგ სეზონზე - ეს დიდი გამოწვევაა. მეცხრამეტე ტიტული იქნება განსაკუთრებული".

2010/11


წარმატების ისტორია: თითქმის იდეალური თამაშები სახლში, იუნაიტედმა გაუსწრო არსენალს, ხოლო შემდეგ ასევე ჩელსის.
ბომბარდირი: დიმიტარ ბერბატოვი 20 გოლი.
გადამწყვეტი მომენტი: 2 აპრილს იუნაიტედი ვესტ ჰემთან 2-0 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში მათ თამაში შემოაბრუნეს, გაიტანას ოთხი გოლი და შეინარჩუნეს ჩემპიონატში ლიდერობა.
ზეიმი: 2011 წლის 14 მაისს იუნაიტედმა ფრედ ითამაშა ბლექბერთან, მანჩესტერ იუნაიტედისთვის მოპოვებული ერთი ქულა საკმარისი აღმოჩნდა მეცხრამეტე ტიტულის მოსაპოვებლად.
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: razma21
27 დეკემბერი 2012 23:14
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
იმედია წლის ბოლოს ახლიდან დავდებ მარა შესწორებულ ვარიანტს megustamucho
0
№2
ავტორი: love united
27 დეკემბერი 2012 23:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
RazMa.
იმედია... fuckthatbitch საღოლ!..
0
№3
ავტორი: v.persie and rooney
27 დეკემბერი 2012 23:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
მანნდ 2012/2013 მიეწერება
0
№4
ავტორი: always ReD
27 დეკემბერი 2012 23:22
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
ციტატა: RazMa.
იმედია წლის ბოლოს ახლიდან დავდებ მარა შესწორებულ ვარიანტს

ეგ იასნია likeaboss
საღოლ გიო!
0
№5
ავტორი: don_vini
27 დეკემბერი 2012 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
მე-20 ტიტულიიიი საერთოდ და ფერგის მე-13 პრემიერლიგა.მშვენიერი იქნება.და მჯერავს რომ ასეც იქნება am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№6
ავტორი: Esi
27 დეკემბერი 2012 23:40
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
საღოლ გიო!
0
№7
ავტორი: Shako Jones
27 დეკემბერი 2012 23:42
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კრიშტიანო რონალდო 31 გოლი ბომბარდირი :X
0
№8
ავტორი: Jubo
28 დეკემბერი 2012 00:01
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
"მე მყავს ფეხბურთელთა ჯგუფი, რომლებიც ყოველთვის მაოცებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შეუძლიათ ყველაფერი. ამ სეზონის ბოლო კვირები დარჩება ჩემს მახსოვრობაში, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე". - 1999

derphappycry
საინტერესოა გუდ ჯობ გიო good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: buka oboladze
28 დეკემბერი 2012 00:42
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მაგარისტატიაა ამასმივეციხმა
0
№10
ავტორი: VaRdo
28 დეკემბერი 2012 02:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ კარგიაააააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top