"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა ენდი რიჩი თვლის, რომ მომავალ სეზონში კლუბის ხელმძღვანელობამ ჯეიმს უილსონი არენდით უნდა გაუშვას მეტი გამოცდილების მისაღებად.
"თავისი კარიერით ჯეიმსმა უკვე დაამტკიცა, რომ გოლების გატანა შეუძლია. თუმცა მას ესაჭირეობა სათამაშო პრაქტიკა, რომელიც მას აუცილებელ გამოცდილებას შესძენს. მისთვის ძალიან სასარგებლო იქნება ერთი სრული სეზონის ჩატარება ინგლისის პრემიერ ლიგის ან ჩემპიონშიპის გუნდში. ამის შემდეგ ის "იუნაიტედში" სრულიად განსხვავებული ფეხბურთელი დაბრუნდება." - გადმოგვცემს ენდი რიჩის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
"თუ ლუი ვინ გაალი ჯეიმსს მესამე ფორვარდად თვლის, მაშინ მისი პირველ გუნდში დატოვება ლოგიკური იქნება. თუმცა თუ ეს ასე არ არის, ვეჭვობ, მისი რეზერვებში დატოვება მის პროგრესს ხელს შეუშლის. მან ეს დონე უკვე გადალახა. ზოგჯერ საჭიროა ადამიანი თავისი კომფორტის ზონიდან გამოიყვანო, სწორედ ასე უნდა მოიქცნენ უილის შემთხვევაში, რომელიც თავისი თანატოლებისგან აშკარად გამოირჩევა."