რობინ ვან პერსი ლუი ვან გაალს შეხვდება, რათა თავისი მომავლის შესახებ ესაუბროს.
31-წლის ფორვარდმა რამდენიმე დღის წინ საუბრისას არ გამორიცხა, რომ "ოლდ ტრაფორდი" შესაძლოა დატოვოს. მისით კი იტალიაში, ინგლისში, ჰოლანდიაში, თურქეთში, ყატარსა და აშშ-ში ინტერესდებიან.
უახლოეს პერიოდში ვან პერსი მთავარ მწვრთნელს შეხვდება, რომელთან საუბრის შემდეგ თავისი სამომავლო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
უნდა აღინიშნოს, რომ რობინის მოქმედი კონტრაქტი, რომლის მიხედვით კვირაში 250 ათას ფუნტს იღებს, მომდევნო ზაფხულს იწურება.
ამასთან ერთად, ვან პერსიმ მიანიშნა, რომ "იუვენტუსში" გადასვლით არის დაინტერესებული, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელი პატრის ევრა თამაშობს.
"ჯერ კიდევ ვესაუბრები ჩემს ძველ მეგობარ პატრის ევრას. მომიყვა იმის შესახებ, თუ როგორ ვარჯიშობს "იუვენტუსი", რამდენს შრომობენ და როგორ აღწევენ წარმატებას.
დიდებული სულისკვეთება აქვთ და მატჩების წინ ინგლისელებისა და ჰოლანდიელებისგან განსხვავებით იქცევიან. ერთმანეთს თავზე ურტყამენ, უყვირიან, ექაჩებიან.
გარდა ამისა, აქვთ მატჩების შემდეგი ხანგრძლივი გარბენები. პატრისმა მაჩვენა, რომ წარმატების მიღწევის მრავალი საშუალება არსებობს", - განაცხადა ვან პერსიმ.