"მანჩესტერ იუნაიტედი" გრანდიოზული შეთავაზებისთვის ემზადება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "ტოტენჰემი" გამოსცადოს და ჰარი კეინის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთოს.
"იუნაიტედი" მზად არის ინგლისელ ფეხბურთელში 50 მლნ. ფუნტი გადაიხადოს და ამასთან ერთად "ვაით ჰარტ ლეინზე" ლუიშ ნანის, ხავიერ ერნანდესსა და ადნან იანუზაის მისცეს გადასვლის საშუალება.
მას შემდეგ, რაც კეინმა სეზონში 30 გოლის გატანა მოახერხა, ლუი ვან გაალმა ფეხბურთელი შეტევის ხაზის გაძლიერების მთავარ საშუალებად ჩათვალა.
"იუნაიტედის" ინტერესმა უკვე დააფრთხო "დეზები" და მოთამაშეს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს.
ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მყარად ინარჩუნებს პოზიციას და კეინთან განშორებას არ აპირებს, თუმცა "იუნაიტედის" ხელმძღვანელობას სჯერა, რომ შესაფერისი შეთავაზების განხორციელების შემთხვევაში ჰარის ტრანსფერის განხილვა შესაძლებელია.
ვან გაალმა გასულ ზაფხულს უკვე დახარჯა 150 მლნ. ფუნტი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლისთვის, ამიტომ ლუი კვლავ აპირებს გუნდის გაძლიერებას და საჭირო თანხების დახარჯვას.
კლუბი დატოვა რადამელ ფალკაომ, რომელიც კვირაში 300 ათას ფუნტს იღებდა ხელფასის სახით, რაც "იუნაიტედისთვის" ფინანსური კუთხით დიდი შეღავათი იქნება. იგივე შეიძლება მოხდეს რობინ ვან პერსის შემთხვევაში, რომელიც 250 ათას ფუნტს იღებს და ამ ორი ფეხბურთელის ხელფასის "თავიდან მოშორება" კლუბს კიდევ უფრო მისცემს ფულის ხარჯვის საშუალებას.
ვან გაალის მიერ შეთავაზებულმა წინადადებამ შესაძლოა ორივე მხარე დააკმაყოფილოს, რადგან "ტოტენჰემი" იანუზაის იჯარის აყვანას გასულ ზაფხულსაც აპირებდა, ხოლო ხავიერ ერნანდესს შეუძლია ემანუელ ადებაიორი და რობერტო სოლდადო ჩაანაცვლოს, რადგან ორივე მათგანი ტოვებს ლონდონელთა რიგებს.
წყარო:
goal.com