"იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" 5 მლნ. ფუნტს შესთავაზებს რობინ ვან პერსისთვის, რომელიც ლუი ვან გაალთან თავისი მომავლის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
ჰოლანდიელ ფეხბურთელს ოჯახური მიზეზის გამო "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა და კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო სეზონის თამაში სურს.
ვან პერსის მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შეუძლია 3-4 წელი მაღალ დონეზე ითამაშოს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ "სუონსისთან" მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა, თავდამსხმელის პოზიციაზე ვან გაალის პირველი არჩევანი მაინც არ იყო.
რადამელ ფალკაოს წასვლის შემდეგ "იუნაიტედი" ახალი თავდამსხმელის ძიებაშია და როგორც მოსალოდნელია, "ოლდ ტრაფორდზე" გონსალო იგუაინი, ედინსონ კავანი ან კარიმ ბენზემა მივა, რის შემდეგაც ვან პერსი მესამე თავდამსხმელი გახდება.
თუ სწორედ ასე მოხდება, რობინი ახალი კლუბის მოძებნას დაიწყებს, "იუვენტუსი" კი მხოლოდ 5 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს ფორვარდში, რომელსაც აგვისტოს 32 წელი შეუსრულდება.