თბილისი:
მანჩესტერი:
7-06-2015, 11:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2761,
კომენტარები: 13
"იუვენტუსი" "იუნაიტედს" 5 მილიონს სთავაზობს
იტალიელები ჰოლანდიელ თავდამსხმელს შეიძენენ.
"იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" 5 მლნ. ფუნტს შესთავაზებს რობინ ვან პერსისთვის, რომელიც ლუი ვან გაალთან თავისი მომავლის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

ჰოლანდიელ ფეხბურთელს ოჯახური მიზეზის გამო "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა და კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო სეზონის თამაში სურს.

ვან პერსის მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ შეუძლია 3-4 წელი მაღალ დონეზე ითამაშოს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ "სუონსისთან" მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა, თავდამსხმელის პოზიციაზე ვან გაალის პირველი არჩევანი მაინც არ იყო.

რადამელ ფალკაოს წასვლის შემდეგ "იუნაიტედი" ახალი თავდამსხმელის ძიებაშია და როგორც მოსალოდნელია, "ოლდ ტრაფორდზე" გონსალო იგუაინი, ედინსონ კავანი ან კარიმ ბენზემა მივა, რის შემდეგაც ვან პერსი მესამე თავდამსხმელი გახდება.

თუ სწორედ ასე მოხდება, რობინი ახალი კლუბის მოძებნას დაიწყებს, "იუვენტუსი" კი მხოლოდ 5 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს ფორვარდში, რომელსაც აგვისტოს 32 წელი შეუსრულდება.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 ივნისი 2015 11:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როგორ შეეტყო გუშინ იუვეს, რომ რესურსი არ აქვს. თამაშის შეცვლა სჭირდებოდა და ლიორენტეს მეტი ფეხბურთელი ვერ იპოვა. 5 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ ამას კი არა ქლევერლისაც არ გავყიდდი ჩემზე რომ იყოს, მაგრამ ახალი ფორვარდი თუ მოვა რობინი მართლა ცოდო იქნება და არ დარჩება თვითონ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
7 ივნისი 2015 12:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხალხს "წითელი ეშმაკები" კი არა "წითელი ჯვარი" ვგონივართ თუ რა არი??

ფეხბურთელებს კი არ ვჩუქნით. რეალმა 25 მილიონიო დე ხეაში რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა დღეს მეკარეებში. იუვენტუსმა 5 მილიონი ამხელა კლასში.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 ივნისი 2015 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
5 და ბარემ განვადებით გაგატანთ არ გინდათ??? areyoukiddingme

ბენზემები, იგუაინები და მსგავსი სიაფანდობები არ დავინახო გუნდში!!!
0
№4
ავტორი: gilmour
7 ივნისი 2015 13:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
5-ს გადაიხდიან თუ 10-ს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის. მთავარია ზოგადად უნდა წავიდეს თუ არა. მე წარმოდგენა არ მაქვს შემდეგ სეზონში რას იზამს, ამიტომ არ გამაჩნია აზრი:)))
0
№5
ავტორი: LizarD
7 ივნისი 2015 13:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ძალიან მეცინება, ბენზემაში 30ს ითხოვენ და მანჩესტერი გაბერილ ტრანსფერებში იხდის ფულს უაზროდ, ნუ ახლა სხვა გზა არცაა მაგრამრ ოცა გაყიდვაზეა საქმე პერსიში 5 მილიონი ტეხავს. ევრაც ფაქტიურად უფასოდ წაიყვანეს. 10მილიონი შესაფერისი თანხაა.
0
№6
ავტორი: Lee Sharpe
7 ივნისი 2015 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ლაციო 15ს იხდიდა და არ გაატენეს და ამათ რატომ უნდა გავატანოთ?
დატოვონ ზამთრამდე თუ ჩაატარა თამაშები ნორმალურად ადგნენ და სრულად ჩაამთავრებინონ სეზონი და ზაფხულში გაყიდონ მერე თუ გაყიდვაა manunited
0
№7
ავტორი: Wardell
7 ივნისი 2015 13:49
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ყველაზე საზიზღარი სატრანსფერო პოლიტიკა გვაქვს :/
0
№8
ავტორი: abrama
7 ივნისი 2015 14:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Adminebo. Dimariaze dadet raime gushin ra iyomara. 2 goli 1 asisti
0
№9
ავტორი: GeorgeBest
7 ივნისი 2015 14:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
15 მაინც გაიყიდება და მაგ ფასში ახალგაზრდა ფორვარდის მოყვანა შეიძლება. სასაცილო ფასებია რა, ფეხბურთელებს როგორ უშვებენ areyoukiddingme
0
№10
ავტორი: rezimankunia
7 ივნისი 2015 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
5milionad chichveishvilsac armogcemen
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top