"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა მადრიდის "რეალს" კარიმ ბენზემას ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მლნ. ფუნტი გადაუხადოს, რადგან გარეტ ბეილმა განაცხადა, რომ ესპანეთის დატოვება არ სურს.
"იუნაიტედს" იმედი ჰქონდა, რომ უელსელ ფეხბურთელს თავის რიგებში გადაიბირებდა, თუმცა ბეილმა ლა ლიგაში ისურვა კარიერის გაგრძელება.
"რეალის" ახალმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა კი თავისი სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას ცხადყო, რომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე კრიშტიანუ რონალდუს დაყენება სურს, რაც ბენზემას როლს უკარგავს, თუმცა ბეილს უფრო მეტ შანსს აძლევს.
ბენიტესს არც ბენზემასთან სურს განშორება, მაგრამ ხელმძღვანელობა მისი ტრანსფერით ფულის შოვნის წინააღმდეგი არ იქნება, ხოლო კლუბი, რომელიც ფეხბურთელის სამსახურით ინტერესდება - "მანჩესტერ იუნაიტედია".