უეინ რუნი კვირას დუბლინში "ავივა სტედიუმზე" ინგლისის ნაკრებს გაიყვანს, სადაც ისტორიული მნიშვნელობის მატჩს ჩაატარებს.
რუნის, როგორც მისი გვარი იუწყება, ირლანდიული ფესვები აქვს - მისი ბებია-ბაბუა რესპუბლიკაში დაიბადნენ. ინგლისის ნაკრების კაპიტანმა კი განაცხადა, რომ თავის იდენტურობასთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს ჰქონია.
"მე ინგლისელი ვარ, მორჩა და გათავდა. არასდროს მიფიქრია ირლანდიაში თამაშზე. დავიბადე ინგლისში და სწორედ ინგლისია ის ქვეყანა, რომელიც მიყვარს".
სხვა რამ მის დამოკიდებულებაში არც არასოდეს შემჩნეულა.
რუნი 16-წლის იყო, როცა მსოფლიო ფეხბურთს საკუთარი თავი გააცნო, რაშიც "ევერტონში" თანაგუნდელი და ირლანდიის ნაკრების მოთამაშე მიკ მაკკარტი დაეხმარა.
"როცა "ევერტონში" ვიყავი, ლი კარსლიმ ამის შესახებ მკითხა, თუმცა ჩემს გონებას არასდროს შეხებია ასეთი აზრი. ირლანდიელი ბებია-ბაბუა მყავს, მაგრამ ირლანდიისთვის თამაშის სურვილი არასდროს მქონია".