„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ როი კინმა შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა „ნოტინგემ ფორესტში“ გააგრძელოს.
„ნოტინგემ ფორესტის“ ხელმძღვანელობა ეძებს შონ დრისკოლის შემცვლელს, იუწყება The Telegraph. წყაროს თანახმად , 55 წლის ირლანდიელი სპეციალისტის ადგილი შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ და „იპსვიჩის“ ყოფილმა მწვრთნელმა როი კინმა დაიკავოს.
შეგახსენებთ , რომ ივლისის დასაწყისში „ნოტინგემ ფორესტი“ ახალი ხელმძღვანელის ფავაზ ალ-ხასავის ხელში ჩავარდა.
გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ, 24 ტურის შემდეგ „ნოტინგემ ფორესტი“ მე-8 ადგილს იკავებს ტურნირის ცხრილში და ლიდერს - „კარდიფ სიტის“ 14 ქულით ჩამორჩება.