რიო ფერდინანდი გამოტყდა რომ ის ცდილობდა პოლ პოგბასთვის გუნდიდან წასვლა გადაეფიქრებინა. "იუნიატედის" ყოფილი მცველი ხვდებოდა, რომ პოლი სულ მალე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა. ინგლისის დატოვების შემდეგ, პოგბა სერია A-ს სამ ტიტულს დაეუფლა და დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
პოგბას მოუთმენლობამ და იმედგაცრუებამ სათამაშო დროის ქონასთან დაკავშირებით, ახალგაზრდას წასვლისკენ უბიძგა და 2012 წელს იგი "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა. "როდესაც იგი გუნდიდან წასვლაზე ალაპარაკდა, გადავწყვიტე ეს საქმე თავად მომეგვარებინა და ვეცადე დამერწმუნებინა გუნდში დარჩენაზე." - აცხადებს ფერდინანდი.
"მე ძალიან ძლიერ მსურდა ის გუნდში დარჩენილიყო და ვკითხე თუ რა ჯანდაბას ფიქრობდა. მას ვუთხარი რომ რაც სჭირებოდა ყველაფერი აქ იყო და მისი დროც მალე მოვიდოდა. მაგრამ პოლს სათამაშო დრო სურდა და სწორედ ამიტომ დაიწყო გუნდის გამოცვლაზე ფიქრი. ვიცოდი, თუ იგი სხვაგან გადავიდოდა, "იუნაიტედს" ეს ცუდად მოუბრუნდებოდა."
"წინასწარ ვხვდებოდი რომ პოგბა მომავალ 3-4 წელიწადში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდებოდა. მას ყოველთვის გააჩნდა ნიჭი და ამას "იუნაიტედშიც" ავლენდა. პოლ სქოულზი მას ხშირად აწუხებდა. ვარჯიშებზე ისე უვარდებოდა ფეხებში, თითქოს ხის მოჭრას აპირებდა, პოგბა კიგანაგრძობდა წამოდგომას", - დაასრულა რიომ.