პოლ სქოულზი 2011 წელს ფინალზე საუბრობს.
2011 წელს, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამი წლის განმავლობაში მეორედ "ბარსელონას" "უემბლიზე" დაუპირისპირდა, იმ დროს გვჯეროდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მათთვის გადაჭარბება შეგვეძლო და ჩვენივე სტილში მოვიგებდით. დამტკიცდა, რომ შევცდით.
როცა მატჩის დამთავრებამდე 13 წუთით ადრე მაიკლ კერიკი შევცვალე, მატჩი უკვე დასრულებული იყო. გვაჯობეს. მათ ძლევას მათივე თამაშით ვეცადეთ, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ლიონელ მესის მიერ გატანილმა მეორე გოლმა საბოლოოდ გაგვტეხა.
"იუვენტუსის" შემთხვევაში სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ. ასეთი "ბარსელონას" დამარცხებას მათივე თამაშით ეცდები და 10 მატჩიდან ყველას წააგებ. დაიცავი თავი მათ წინააღმდეგ და კონტრ-შეტევაზე ითამაშე, მერე კი შეიძლება ამ ათიდან 1-2 მოიგო.
როცა იმდენი შემტევი და კრეატიული ფეხბურთელი გყავს, რამდენიც "იუვეს", როცა ორივე საშინაო თასი მოიგე, სასიამოვნო არ არის იმის აღიარება, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ ფიქრი გიწევს გაქვს თუ არა შანსი დაამარცხო.
2008 წელს, ორივე ნახევარფინალურ მატჩში მოვახერხეთ ეს. მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ვავიწროებდით და მაღალ კონცენტრაციას ვინარჩუნებდით. მე მოვახერხე გოლის გატანა, რომელიც გამარჯვების აღმოჩნდა. ეს შესაძლებელია, "იუვეს" კი ჰყავს მცველები, რომელთაც შეუძლიათ 90 წუთის განმავლობაში იყვნენ კონცენტრირებულნი.
ქება-დიდება ჩავისთითოეულ ფეხბურთელს სურს სცენა თასით ხელში დატოვოს. გამიმართლა და ორივეჯერ მოვახერხე ეს, როცა "იუნაიტედში" კარიერა დავასრულე! ვიცი, რომ ჩავი კარიერას არ ასრულებს, არამედ თავისი ცხოვრების კლუბს ტოვებს და ყატარის "ალ სადში" შაბათის შემდეგ წავა. იმედი მაქვს, 20 წუთს მიიღებს და თუ "ბარსელონა" კარგ მდგომარეობაში იქნება, თამაშისგან სიამოვნებას მიიღებს. თუმცა, ბურთთან მოპყრობის მისი დონე ნიშნავს, რომ გუნდს მაშინაც კი დაეხმარება, თუ თამაშში ჯერ კიდევ არაფერი იქნება გადაწყვეტილი.
ჭკვიანი ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ თამაშებში ვფიქრობდი: "კარგი, 10 წუთის განმავლობაში მის სიხლოვეს ვიქნები", მაგრამ როგორც კი მივიდოდი, ის ქრებოდა. ყველაფერს ხედავს: თანაგუნდელებს, მოწინააღმდეგეებს, თამაშის მიმდინარეობას და ამას ხედავს ყველა დანარჩენზე ადრე. იცის, რომ "ბარსელონას" დააკლდება, მაგრამ, როგორც ნებისმიერ დიდ კლუბს სჩვევია, მან ისიც იცის, რომ ჩაუნაცვლებელი არ იქნება.
წყარო:
independent