ხერარ პიკე ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული 4 წლის განმავლობაში მაგისტრის ხარისხი მიიღო.
პიკე 2004 წელს "იუნაიტედს" ბარსელონას ლა-მასია აკადემიდან 17 წლის ასაკში შეუერთდა და მას შემდეგ 17 მატჩი ჩაატარა.
ესპანელმა 2007/08 წლებში თავი პერსპექტიულ მოთამაშედ წარმოაჩინა, თუმცა "ბარსელონას" მხრიდან ინტერესზე უარის თქმა ვერ მოახერხა და იმავე წლის ზაფხულს 7 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ კატალონიაში გადაბარგდა.
მას შემდეგ პიკემ ორჯერ დაამარცხა "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დღეს თავის მესამე ფინალსაც ითამაშებს, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" მიღებული განათლება არასდროს დავიწყებია.
"ნემანია ვიდიჩი ჩემზე 5 წლით უფროსი იყო, რიო ფერდინანდი კი დაახლოებით ცხრით და ორივე მათგანი იმ დროს საუკეთესოები იყვნენ. ცუდი პერიოდი არასდროს ჰქონიათ!
"იუნაიტედში" ყოფნის დროს ბევრი რამ ვისწავლე. გასახდელი ოთახის გაზიარება ასეთ ახალგაზრდულ ასაკში პოლ სქოულზთან, კრიშტიანუ რონალდუსთან, უეინ რუნისთან, რუდ ვან ნისტელროისა და რაიან გიგზთან ერთად უდიდესი გამოცდილება იყო. იმდენად ხშირად ვერ ვთამაშობდი, რამდენის სურვილი მქონდა, მაგრამ როგორც ადამიანმა და როგორც მოთამაშემ მაგისტრის ხარისხი მივიღე.
ვიცი, ხალხი ფიქრობს, რომ პრემიერ ლიგაში თავის გამოჩენა ვერ მოვახერხე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორი ფეხბურთელის ჩრდილში ვიყავი, რაღაც მაინც გავაკეთე. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში სამჯერ ვითამაშე და ორი გოლი გავიტანე.
ყოველთვის მადლიერი ვიქნები სერ ალექის, რომელიც მეორე მამასავეთ არის, რადგან "ბარსელონაში" დაბრუნების საშუალება მომცა. მას უნდოდა, რომ დავრჩენილიყავი და ადგილისთვის მებრძოლა, მაგრამ იცოდა, რას ნიშნავდა ჩემთვის "ბარსა", - განაცხადა პიკემ.